20.იანვარი.2016 23:14
ბიზნესი

Tata Sons LTD საქართველოში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს

Tata Sons LTD საქართველოში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს
Tata Sons LTD საქართველოში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს - შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და Tata Sons LTD-ის თავმჯდომარე საირუს მისტრისთან დღეს დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შედგა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საირუს მისტრისი, ინდური სასტუმროების ქსელების სამუშაო ჯგუფთან ერთად, საქართველოს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ საინვესტიციო გარემოს. TATA საქართველოში უკვე ახორციელებს რამდენიმე მსხვილ პროექტს. ამ ეტაპზე განხორციელებული ინვესტიციების საერთო მოცულობა 33,4 მლნ. დოლარს შეადგენს.
 
TATA ჯგუფი მოიცავს 100-ზე მეტ ოპერატორ კომპანიას ბიზნესის 7 სექტორში: კომუნიკაციები და საინფორმაციო ტექნოლოგიები, საინჟინრო საქმიანობა, მასალები, მომსახურება, ენერგეტიკა, სამომხმარებლო პროდუქცია და ქიმიკატები. ჯგუფი მოქმედებს 100-ზე მეტ ქვეყანაში 6 კონტინენტზე. 2015 წელს კომპანიის შემოსავალმა შეადგინა 109 მილიარდი ამერიკული დოლარი, სულ დასაქმებული ჰყავს 600 ათასი ადამიანი.



12.დეკემბერი.2018 16:02
96

რა შემოსავალი მიიღო Wissol-მა 2017 წელს და რამდენია კომპანიის მოგება

ვრცლად
12.დეკემბერი.2018 15:53
92

რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ 400 ადამიანი იძულებით შვებულებაში გაუშვა

ვრცლად
12.დეკემბერი.2018 15:02
284

ბიზნესმენი საპენსიო რეფორმას აკრიტიკებს: „დავუკავშირდი საპენსიო სააგენტოს, ყურმილს არავინ იღებს“

ვრცლად
12.დეკემბერი.2018 14:55
55

ბესო ნამჩავაძე: Doing Business-ში ლიდერობა კარგია, მაგრამ - არასაკმარისი

ვრცლად
12.დეკემბერი.2018 13:45
171

„ბიზნესი უკმაყოფილოა, რომ რეგიონებში მთავრობები გადაწყვეტილებას სწრაფად ვერ იღებენ“

ვრცლად
12.დეკემბერი.2018 13:36
191

ფხაკაძე-საწვავის ფასზე: დღესდღეობით, ჩვენ ყველაზე დაბალი მარჟა გვაქვს

ვრცლად