19.აპრილი.2016 10:37
საფინანსო სექტორი

თანხა ძვირფასი ლითონების უზრუნველყოფით - რა უნდა ვიცოდეთ სალომბარდე სესხის აღებამდე

თანხა ძვირფასი ლითონების უზრუნველყოფით - რა უნდა ვიცოდეთ სალომბარდე სესხის აღებამდე
ქართული საბანკო სექტორი მომხმარებლებს სხვადასხვა საკრედიტო პროდუქტებთან ერთად, სალომბარდე სესხებსაც სთავაზობს. ეს საკრედიტო პროდუქტი საშუალებას გვაძლევს ძვირფასი ლითონების უზრუნველყოფით ავიღოთ სესხი გარკვეული ვადით. ძვირფას ლითონებში იგულისხმება ოქრო, ვერცხლი და სხვა. ბანკები სესხის გაცემის დროს პირველ რიგში აფასებენ ძვირფას ლითონს და ასევე, განიხილავენ მომხმარებლის საკრედიტო ისტორიას.

სალომბარდე სესხები საკმაოდ სწრაფად და მარტივად გაიცემა, ვინაიდან ის არის უზრუნველყოფილი სესხი და შედარებით ნაკლები ყურადღება ექცევა ჩვენს შემოსავალს. სესხის აღება შესაძლებელია ნებისმიერი მიზნობრიობით. რაც შეეხება გადახდის გრაფიკს, ამ შემთხვევაში მომხმარებელს აქვს არჩევანის საშუალება - გადაიხადოს სესხის პროცენტი თვეში ერთხელ, თუ ორ ან სამ თვეში ერთხელ.

რაც შეეხება სესხის ვადას, ინდივიდუალურია და ვადის ბოლოს შესაძლებელია ბანკთან კონსულტაცია სესხის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ძვირფასი ლითონის შეფასების ტარიფები განსხვავებულია ბანკების მიხედვით. რაც უფრო მაღალია სინჯის მაჩვენებელი, მით უფრო მეტ თანხას ავიღებთ სესხის სახით. საპროცენტო განაკვეთი ლარში და აშშ დოლარში გაცემულ სესხებზე განსხვავებულია: საშუალოდ ლარში წლიური საპროცენტო განაკვეთი 36%-ია, ხოლო აშშ დოლარში 24%. ყოველთვიური გადასახდელი მოიცავს მხოლოდ სესხის პროცენტს და მასში არ შედის ძირი თანხა. სესხის წინსწრების დაფარვის საკომისიო ძირითად შემთხვევაში 0%-ია. რაც შეეხება ვადაგადაცილების ჯარიმას ბანკების მიხედვით განსხვავებულია, თუმცა, საშუალოდ ის დღიურად ძირი თანხის 0.3%-ს შეადგენს. რამდენიმე თვიანი ვადაგადაცილების შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია გაყიდოს ძვირფასი ლითონი სესხის დაფარვის მიზნით.

რა უნდა გავითვალისწინოთ სალომბარდე სესხით სარგებლობისას?

• სესხის ვალუტა
• სესხის გადახდის გრაფიკი
• საპროცენტო განაკვეთი
• ვადაგადაცილების ჯარიმა
• გაცემის საკომისიო

სალომბარდე სესხებს საბანკო სექტორის გარდა არასაბანკო საფინანსო სექტორიც გასცემს, მათ შორის მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ლომბარდები. თუმცა, აღნიშნული სექტორი არ რეგულირდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ.

საზოგადოება და ბანკები



17.ოქტომბერი.2018 17:54
74

აუდიტი წლის ბოლო თვეებში არათანაბარ საბიუჯეტო ხარჯვას პროგნოზირებს

ვრცლად
17.ოქტომბერი.2018 17:36
21

ბიზნესდაჯილდოება 2018-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 3 დღე დარჩა

ვრცლად
17.ოქტომბერი.2018 16:25
32

შიდა აუდიტის სემინარი

ვრცლად
17.ოქტომბერი.2018 13:13
992

ბიზნეს გაერთიანებების ერთობლივი განცხადება სებ-ის დაანონსებულ რეგულაციებზე

ვრცლად
17.ოქტომბერი.2018 13:02
19

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბანკო კომისიის სხდომა გაიმართა

ვრცლად
17.ოქტომბერი.2018 11:54
357

დავით წიკლაური: ლარის გაუფასურება სეზონურია

ვრცლად