მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თანამგზავრით სატელევიზიო სიგნალი საქართველოში ტელემაყურებელი ოჯახების 47%-ს მიეწოდება

59005ba8b2084
BM.GE
26.04.17 12:11
1044
კომპანია SES-ის ("ევრონექსტ" პარიზისა და ლუქსემბურგის საფონდო ბირჟა: SESG) მოცვა საქართველოში 455 000 ტელემაყურებელ ოჯახამდე გაიზარდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 5%-იან ზრდას წარმოადგენს.

SES-ის პირდაპირი თანამგზავრული მაუწყებლობა (direct-to-home, DTH) ერთ წელიწადში 21%-ით გაიზარდა და ამჟამად ის 141,000 ოჯახს ემსახურება. SES-ის მიერ ყოველწლიურად განხორციელებული ბაზრის კვლევის - „Satellite Monitor“-ის 2016 წლის ბოლოს გამოქვეყნებული შედეგები ცხადყოფს, რომ თანამგზავრი უდაოდ სატელევიზიო სიგნალის მიღების წამყვანი საშუალებაა საქართველოში და ტელემაყურებელი ოჯახების 47%-ს ანუ 510 000-ზე მეტ DTH (პირდაპირი თანამგზავრული მაუწყებლობა) ოჯახს პირდაპირი გზით მიეწოდება.

"SES-ი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ბაზარზე, რადგან გააჩნია წვდომა 455 000 ტელემაყურებელ ოჯახზე (პირდაპირი სატელიტური მაუწყებლობის (DTH) და საკაბელო და IPTV ტელევიზიის მქონე ოჯახების ჩათვლით), რაც გასულ წელთან შედარებით 5%-იან ზრდაზე მიუთითებს. SES-ი მომსახურებას უწევს დაახლოებით 124 000 ოჯახს, რომლებიც „მაგთისატის“ სატელევიზიო აბონენტებს წარმოადგენენ. საქართველოში გამოსახულების მაღალი ხარისხი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება და ეს ინტერესი ქვეყნის მასშტაბით HDTV-ოჯახების 11%-იანი ზრდით არის გამოხატული. თანამგზავრის წყალობით მაღალი გარჩევადობის ტელევიზიით (HDTV) მოსარგებლე ტელემაყურებელი ოჯახების რიცხვი 158,000-მდე გაიზარდა, რაც გასულ წელთან შედარებით 11%-იან ზრდაზე მიუთითებს", - განმარტავენ კომპანიაში.

SES-ი საქართველოში თანამგზავრული HDTV-ოჯახების 34%- ს (54,000 ოჯახი) ემსახურება, რაც 54%-იან ზრდას წარმოადგენს. ცნობიერება ულტრა მაღალ გარჩევადობასთან (UHD) დაკავშირრებით მსოფლიო მასშტაბით იზრდება და UHD-ის განვითარების ეს გლობალური ტენდენცია ასევე შესამჩნევია საქართველოშიც. მაშინ, როდესაც 2015 წელს საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 27%-მა იცოდა, თუ რა იყო ულტრა მაღალი გარჩევადობა, ხოლო 9%-ს ჰქონდა UHD ტელევიზორი, 2016 წელს სახეზეა საკმაოდ მკვეთრი ზრდა მოსახლეობის ორივე კატეგორიაში. ამჟამად, მოსახლეობის უკვე 37%-მა იცის, თუ რა არის ულტრა მაღალი გარჩევადობა და 15% კი ფლობს ამ ტიპის ტელევიზორს.

"Satellite Monitor"-ის კვლევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს და ადასტურებს იმ ფაქტს, რომ თანამგზავრი ციფრული სამაუწყებლო ინფრასტრუქტურის საყრდენს წარმოადგენს", - განაცხადა ჰაკან სიოდინმა, SES-ის გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტმა სკანდინავიის, ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.