მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თანამდებობიდან გადააყენეს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი

5ba91dc4caa6f
რადიო თავისუფლება
24.09.18 21:22
771
პროფესორმა ავთო იმედაძემ, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფოს) გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა. ეს ინფორმაცია მან დაადასტურა რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო საუბარში. თავისი გათავისუფლების მიზეზად პროფესორმა იმედაძემ დაასახელა “საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი, „კლინიკების განვითარების კომპანიის“ გადაწყვეტილება. „სამეწარმეო რეესტრში უკვე შესულია ცვლილება და მე აღარ ვასრულებ დირექტორის მოვალეობას“, - გვითხრა სატელეფონო საუბარში ავთო იმედაძემ და დასძინა, რომ საკუთარი გეგმების შესახებ ცოტა მოგვიანებით გააკეთებს განცხადებას. უთანხმოება „საპარატნიორო ფონდსა“ და ავთანდილ იმედაძეს შორის, ამ უკანასკნელის თქმით, კლინიკაში „საპარტნიორო ფონდის“ შესვლის დღიდან, სამი წლის წინ დაიწყო. ფონდის ინფორმაციით, კლინიკაში წლების განმავლობაში არსებობდა ფინანსური პრობლემები, რომელთა მოგვარების მიზნით, კლინიკის დირექტორს რამდენჯერმე მიეცა "გონივრული ვადა". თუმცა, მათი უმრავლესობა კლინიკის მენეჯმენტის მხრიდან, რეაგირების გარეშე დარჩა,- აცხადებენ „საპარტნიორო ფონდში".