მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თანაინვესტირების ფონდი საია-ს პასუხობს

5900a2aa845bd
BM.GE
26.04.17 17:30
1512
თანაინვესტირების ფონდი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას პასუხობს. საია-ს განცხადებით, სტაციონარული საბაგირო მოწყობილობების დამონტაჟებისთვის საკუთრების ჩამორთმევის ინიციატივა, სავარაუდოდ, "პანორამა თბილისის" პროექტს უკავშირდება.

ფონდში კი განმარტავენ, რომ ეგრედწოდებული "პანორამა თბილისი" წარმოადგენს კერძო საინვესტიციო პროექტს და თანაინვესტირების ფონდი უარყოფს ყოველგვარ კავშირს ზემო აღნიშუნლ კანონპროექტთან და არ აპირებს მომავალში მის გამოყენებას.

"თანაინვესტირების ფონდი მოუწოდებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, მსგავსი უსაფუძვლო განცხადებების გაკეთებმდე მიმართონ თანაინვესტირების ფონდს ან კანონმდებლებს, გადაამოწმონ ინფორმაციის სიზუსტე, რათა თავი აარიდონ ცრუ ბრალდებების გავრცელებას და მეტი პროფესიონალიზმით მიუდგნენ საკუთარ საქმიანობასა და სხვა ორგანიზაციების რეპუტაციას", - განმარტავენ ფონდში.