06.მაისი.2016 10:09
ეკონომიკა

თამაზ მეჭიაური: არ მიმაჩნია, რომ კობა გვენეტაძის განცხადება სწორია

თამაზ მეჭიაური: არ მიმაჩნია, რომ კობა გვენეტაძის განცხადება სწორია
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური, ცენტრალური ბანკისგან საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს გამოყოფის საჭიროების არარსებობის შესახებ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის პოზიციას არ ეთანხმება.
 
ამის შესახებ მეჭიაურმა "ბიზნესკონტაქტს" გვენეტაძის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

"მერე რა, რომ კობა გვენეტაძე ამას აცხადებს. მე არ მიმაჩნია კობა გვენეტაძის განცხადება სწორი. თუმცა მე არ ვიძახი, რომ მისი საქმიანობა და მოღვაწეობა ახლა საფრთხის შემცველია; მე ვერ ვხედავ მასში პოლიტიკით დაინტერესებულობას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს საფრთხე არ არსებობს. ხვალ შეიძლება გვენეტაძე არ იყოს და იყოს სხვა და მას გაუჩნდეს სხვა ამბიციები და ეს შეიძლება გამოყენებული იქნეს, რომელიმე და თუნდაც ამ პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ. ამდენად, მე არ მითქვამს, რომ მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს უფლება, ზედამხედველობა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა და დასძინა, რომ "საბანკო ზედამხედველობის სააგენტო უნდა შექმნილიყო ისე, როგორც შექმნეს".

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ორი მიმოხილვის ამ დრომდე დაუსრულებლობის მიზეზი საბანკო ზედამხედველობის შესახებ კანონი გახდა (აღნიშნული აზიმ სადიკოვმა "ბიზნესკონტაქტთან" ინტერვიუში დაადასტურა) და დაუმთავრებელი მიმოხილვა კი, ევროკავშირიდან საბიუჯეტო დახმარების სახით, 59.5 მლნ ლარის ექვივალენტი უცხოური ვალუტის ჩამორიცხვას აფერხებს, (აღნიშნულს ფინანსთა სამინისტრო ადასტურებს) "ოცნების“ დეპუტატი ამტკიცებს, რომ საბანკო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცება შეცდომა არ იყო.

"არანაირად არ იყო შეცდომა გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი ფორმით საბანკო ზედამხევდელობა არსებობს უამრავ ქვეყანაში, რომლებთანაც სავალუტო ფონდი ძალიან წარმატებულად საქმიანობს და მას არ გამოუხატავს პრეტენზია რატომ არის ასეთი მოდელი იმ ქვეყნებში. არსად არ წერია, რომ ამ კანონის გამო ვერ მიიღო ქვეყანამ 59 მლნ. უფრო შეიძლება იმიტომაც ვერ მიიღო, რომ ზოგიერთებს უნდოდა საერთაშორისო ორგანიზაციები გადაეკიდებინათ საქართველოსთვის, მათ შორის გიორგი ქადაგიძეს, რომელიც მავნებლურ პოლიტიკას ატარებდა და არ გამოვრიცხავ, რომ თავისი კაშირებით დღესაც ასე იქცეოდეს", - აცხადებს მეჭიაური.

საფინანსო-საბიუეჯტო კომიტეტის თავმჯდომარის მტკიცებით, ეროვნული ბანკის ექს-პრეზიდენტის საქმიანობა რომ პოლიტიზირებული იყო, იქიდანაც ჩანს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას“ მისი პოლიტიკურ სიაში შეყვანა სურს.

"ნაცმოძრაობა“ მხოლოდ იმათ უფასებს, ვინც მათ ინტერესებს ატარებდა. "ქართული ოცნების“ ინტერესების გამტარებელი კი, ვერანაირად იქნებოდა მათგან მხარდაჭერილი. თუნდაც აქედან ჩანს, რომ გიორგი ქადაგიძის საქმიანობა იყო პოლიტიზირებული. ის 2012 წლამდე საკმაოდ დიდოსტატურად ხელს უწყობდა ფინანსურ სტაბილურობას, რაც დადებითად აისახებოდა „ნაციონალური მოძრაობის საქმიანობაზე; 2012 წლის შემოდგომიდან კი, ის იყო პოლიტიზირებული და ატარებდა იმ პოლიტიკას, რაც მისაღები იყო „ნაცმოძრაობისთვის“. ხშირ შემთხვევაში იყო მცდელობა, რომ ლარის კურსის გაუფასურების გამო, მომხდარიყო უკმაყოფილების გამოწვევა და ამას შეუერთებდნენ უკმაყოფილო ხალხის სხვას მასას - ესენი იქნებოდნენ იპოთეკარები, სხვადასხვა დროს სტიქიით დაზარალებულები, ყურძნის ჩამბარებლები და ა.შ. რომლებსაც შემდეგ მისი ბელადი "ნაცმოძრაობა" მიმართავდა ახლანდელი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ და ეს ყველაფერი უნდა დამთავრებულიყო ან გადატრიალებით ან ისეთი ქმედებებით, რაც უკრაინაში განაოხრციელეს", - ამტკიცებს თამაზ მეჭიაური.
ავტორი: თელარა გელანტია



18.სექტემბერი.2018 15:35
48

აუდიტის განათლების სამინისტროსაგან თანამშრომელთა ოპტიმალური ოდენობის განსაზღვრას მოითხოვს

ვრცლად
18.სექტემბერი.2018 15:00
110

"სვეტს", შესაძლოა, სამშენებლო ნებართვები ისევ გაუუქმდეს

ვრცლად
18.სექტემბერი.2018 14:25
354

ბახტაძის მთავრობამ ეკლესიას 68,346 კვ.მ. სათიბი მიწა აჩუქა

ვრცლად
18.სექტემბერი.2018 14:02
42

კახეთში მევენახეების შემოსავალმა 145 მლნ ლარს მიაღწია

ვრცლად
18.სექტემბერი.2018 13:49
239

ქეთი ალექსიძე თანამდებობიდან გადადგა

ვრცლად
18.სექტემბერი.2018 13:18
104

აუდიტი: "ბიზნეს სახლის" პროექტი, შესაძლოა, დაჩქარებული პროცედურებით განხორციელდეს

ვრცლად