მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამაზ მეჭიაური: ამ შემთხვევაში, ეტყობა ეროვნულ ბანკს სწორი კურსი აქვს

569b47a502f72
BM.GE
17.01.16 11:18
1342
რეგიონში არსებული ეკონომიკური სიტუაციის ფონზე თამაზ მეჭიაური მთავრობისა და ეროვნული ბანკის მუშაობას დადებითად აფასებს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოზე განსაკუთრებით აზერბაიჯანული მანათის გაუფასურება აისახება. მეჭიაური ლარის კურსთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნას კვლავ არ გამორიცხავს, თუმცა აცხადებს, რომ დღეს ამის საჭიროება არ არის.
 
"მე ცოტა არ იყოს მიკვირს კიდეც ამ გარემოში, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, კიდევ როგორ ვინარჩუნებთ კურსს. თუნდაც იგივე აზერბაიჯანში გაუფასურება, თურქეთში, ყაზახეთში. განსაკუთრებით აზერბაიჯანის გაუფასურება აისახება ჩვენთან. მას შემდეგ, რაც მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის გარკვეული საქმიანი ურთიერთობა ჩამოყალიბდა, მაქსიმალურად ვცდილობ იქ არ გადავიდე, სადაც ჩემი უფლებამოსილება არ არის. გასაგებია, პერიოდულად შეიძლება ანგარიში ვითხოვო, მაგრამ ყოველდღიური ურთიერთბით, რომ ვუჩხიკინო აი, შენ რა გააკეთე, - ასე არ არის. თუ ცოტა გართულდა, არ გამოვრიცხავ, რომ უწყებათაშორისი ჯგუფიც შეიქმნას, რომელიც ამ მიმართულებაზე კიდევ დამატებით იმუშავებს, მაგრამ ჯერ ამის საჭიროება არ არის. ახალ ორგანოზე არ ვსაუბრობ, სამუშაო ჯგუფს ვგულისხმობ. მგონი ახლა არეგულირებენ.

ამ შემთხვევაში, ეტყობა ეროვნულ ბანკს სწორი კურსი აქვს, იმიტომ, რომ მე ცოტა რისკებს ყოველთვის ვხედავ, მითუმეტეს ასეთ ფონზე. ღმერთმა დაიფაროს და ხელი თუ აიღო, იქ შეიძლება რაღაც სერიოზული უარყოფითი ძვრები გააკეთოს, - ამის საფრთხე არსებობს. მე არ მინდა, რომ ასე ვიფიქრო. თუმცა, რომ გადავხედოთ, რაც ხდება მე ამის საფუძველს ვერ ვხედავ. მართალია ამ პირობებში ცოტა გაუფასურდა, მაგრამ იმ ფონზე რაც ხდება, შეიძლება წარმატებადაც კი ჩავუთვალოთ, ვინც ამ თემაზე მუშაობს - მთავრობაც და ეროვნული ბანკიც", - განაცხადა მეჭიაურმა.