02.დეკემბერი.2015 13:24
ბლოგი

თამარ კორძაია: ნაადრევ ქორწინებებზე ზუსტი სტატისტიკაც კი არ გვაქვს

თამარ კორძაია: ნაადრევ ქორწინებებზე ზუსტი სტატისტიკაც კი არ გვაქვს
კანონპროექტი, რომელიც 18 წლამდე ადამიანებს ქორწინებას უზღუდავს პარლამენტში პირველი მოსმენით მიიღეს. გადაცემა "საქმიან დილაში" კანონპროექტის ავტორი, პარლამენტის უმრავლესობის წევრი თამარ კორძაია აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოში რეალური ანალიზი, თუ რას იწვევს ნაადრევი ქორწინება არ არსებობს, მისივე თქმით არ არის სრულყოფილი სტატისტიკაც. 
 
"რეალურად მდგომარეობა საქართველოში ნამდვილად მძიმეა. არ მინდა მხოლოდ გოგონებზე გავამახვილო ყურადღება. იმიტომ, რომ გვაქვს შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვანი ვაჟებიც ქორწინდებიან. ეს დამანგრეველია, როგორც გოგოსთვის, ასევე ვაჟისთვის. უბრალოდ უფრო ხშირი შემთხვევებია, როდესაც ეს გოგონებს ეხება. ეს სტატისტიკა ძალიან მძიმეა და უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ არავითარი სერიოზული ანალიზი იმასთან დაკავშირებით, თუ რას იწვევს ნაადრევი ქორწინება არ ყოფილა. განქორწინებების შემთხვევაში ზუსტი სტატისტიკაც კი არ გვაქვს, - რამდენია სწორედ განპირობებული იმით, რომ ნაადრევი ქორწინების შედეგად მოხდა", - აღნიშნავს თამარ კორძაია.

ნაადრევად ქორწინების ყველაზე უარყოფით შედეგად, კანონპროექტის ავტორი, არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევას ასახელებს. მისივე თქმით, მსოფლიოში 18 წლამდე ადამიანი ბავშვად ითვლება, რადგან მას ფიზიკური, თუ ფსიქოლოგიური განვითარების ეტაპი დასრულებული არ აქვს. 

"ყველაზე მთავარი უარყოფითი შედეგი ის არის, რომ არასრულსწლოვანს ყველა უფლება ერღვევა. როდესაც ჩვენ  ბავშვთა უფლებების კონვენციასთან მიმართებაში წინააღმდეგობაზე ვსაუბრობთ, ცალსახად უნდა აღვნიშნოთ, რომ კონვენცია 18 წლამდე ადამიანს ბავშვად მიიჩნევს, იმიტომ რომ ის ფიზიკური, ფსიქოლოგიური განვითარების დასრულების ეტაპზე არ არის. 18 წლის შემდეგ ის ყველანაირი თვალსაზრისით განვითარებულია და მას შეუძლია დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება და გაცნობიერება თუ რას აკეთებს. ეს აღიარებულია მსოფლიოში. კონვენცია ამბობს, რომ ბავშვი მონაწილე სახელმწიფოებმა, ყველანაირი ფსიქოლოგიური, ფიზიკური და სხვა ტიპის ძალადობისაგან უნდა უზრუნველყონ. სახელმწიფოს აქვს ვალდებულება თითოეული მისი მოქალაქე დაიცვას", - განაცხადა თამარ კორძაიამ.



12.ივნისი.2018 22:00
278

რეკორდსმენი ეკონომიკა

ვრცლად
12.ივნისი.2018 14:16
1087

საპენსიო რეფორმა - ბრიტანული პედანტიზმით, გერმანული დათვლით და შვეიცარიული სიზუსტით

ვრცლად
07.ივნისი.2018 11:24
2158

დემოკრატიის ხარისხი და ეკონომიკური განვითარება

ვრცლად
06.ივნისი.2018 21:00
953

საფრანგეთის დიდი შემობრუნება

ვრცლად
29.მაისი.2018 12:08
2003

ირლანდიის ეკონომიკური პოლიტიკა

ვრცლად
21.მაისი.2018 12:09
3588

10 მნიშვნელოვანი სიახლე ბიზნესისთვის GDPR-ის ამოქმედების შემდეგ

ვრცლად