მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Swarovski გატეხეს - წაღებულია ფულის შესანახი ცარიელი ყუთი

5c9205b44222c
ლიკა გურაბანიძე
20.03.19 13:19
2308
თბილისში, რუსთაველის გამზირზე #24-ში Swarovski-ს მაღაზია გაქურდეს.

როგორც bm.ge-ს კომპანიის მენეჯერმა მაია გოგიაშვილმა განუცხადა, დამნაშავე 13-დან 15-წლამდე მოზარდია, რომელმაც მაღაზიის ვიტრინა ფეხით ჩაამტვრია.

მაია გოგიაშვილის განმარტებით, რუსთაველის ფილიალიდან დამნაშავემ მხოლოდ ფულის შემნახველი ყუთის გატანა შეძლო, თუმცა მასში თანხა განთავსებული არ იყო.

„ჩვენ თანხას ბანკში ვარეზერვებთ და აქედან გამომდინარე, დილით, როცა ეს შემთხვევა მოხდა, სალაროში თანხა არ იყო. შესაბამისად, დამნაშავემ მხოლოდ ცარიელი ყუთის წაღება შეძლო,“ - აღნიშნა გოგიაშვილმა.

შემთხვევა 14 მარტს 09:00 საათზე მოხდა.

როგორც bm.ge-ის შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო. გახარიას უწყებაშიც თანხის შესანახი ცარიელი ყუთის წაღებას ადასტურებენ.