16.მაისი.2018 16:10
ეკონომიკა

სვეტის პროექტები, შესაძლოა, სხვა კომპანიამ გადაიბაროს

სვეტის პროექტები, შესაძლოა, სხვა კომპანიამ გადაიბაროს
კომპანია "სვეტში’’ რეორგანიზაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიაში განუცხადეს. "სვეტის" საინფორმაციო ცენტრის ოპერატორის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, რეორგანიზაციის პარალელურად მიმდინარეობს ასევე კომპანიის რებრენდინგიც. გარდა ამისა ოპერატორის თქმით, კომპანია მოლაპარაკებების პროცესშია და შესაძლოა "სვეტის’’ პროექტები სხვა კომპანიამ გადაიბაროს. მსგავსი ინფორმაცია "სვეტის" სათაო ოფისში მიაწოდეს დაზარალებულებსაც.

რაც შეეხება შეჩერებულ პროექტებს, კონკრეტულად მირცხულავას ქუჩაზე მდებარე ობიექტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ, კომპანიაში განგვიცხადეს, რომ ახალი პროექტები უკვე ატვირთულია თბილისის მერიის ვებ-გვერდზე და აღნიშნულ ობიექტზე სამშენებლო ნებართვას თვის ბოლომდე ელოდებიან. მათივე ინფორმაციით, 5-8 ბლოკების მშენებლობა მირცხულავას ქუჩაზე, სავარაუდოდ, ივნისიდან განახლდება.

მერიის არქიტექტურის სამსახურში დაგვიდასტურეს, რომ კომპანიამ "სვეტი" მირცხულავას ქუჩაზე რამდენიმე ბლოკზე არქიტექტურული პროექტი შესათანხმებლად წარადგინა, რაზეც საქმის წარმოება მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება მერიას ჯერ-ჯერობით არ მიუღია.

კომპანიაში მიმდინარე რეორგანიზაციის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ აქვს "სვეტის" დაზარალებულების ადვოკატს. ირაკლი ბურჭულაძის თქმით, კომპანიის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში რამდენიმე სარჩელია შესული.

შეგახსნებთ, თბილისის მერიამ კომპანია "სვეტის" და კიდევ რამდენიმე კომპანიის პროექტებზე სამშენებლო სამუშაოები შეაჩერა. ზოგიერთ ობიექტზე "სვეტს" სამშენებლო ნებართვა საერთოდ არ ჰქონდა, ზოგან კი სამუშაოები დარღვევებით მიმდინარეობდა. კომპანიამ გააუქმა ასევე სადაზღვევო ხელშეკრულებები "ალდაგთან", თბილისისა და ბათუმის პროექტებზე, რის შედეგადაც სადაზღვევო კომპანიამ დაკარგა იურიდიული ბერკეტი და უფლება, საჭიროების შემთხვევაში თავად დაასრულოს საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი



16.იანვარი.2019 22:00
2521

15 მლნ ევროს ინვესტიცია - საგურამოში ფინური სკოლა მოსწავლეებს სექტემბრიდან მიიღებს

ვრცლად
16.იანვარი.2019 21:45
97

EMC: “მწვანე კონცხის განაშენიანების შესახებ დადგენილება რომ უკანონოა, სახალხო დამცველიც იზიარებს

ვრცლად
16.იანვარი.2019 21:41
124

შალვა ალავერდაშვილი: „მინისტრმა ტურიზმის სექტორის გულისტკივილი მოისმინა და ჩაიწერა“

ვრცლად
16.იანვარი.2019 20:35
67

„საქართველო სამოქალაქო ავიაციაში ლიბერალურ პოლიტიკურ კურსს ატარებს“

ვრცლად
16.იანვარი.2019 20:00
58

კობა გვენეტაძე Euromoney-ის ყოველწლიური ფორუმის ფარგლებში, პოტენციურ ინვესტორებს შეხვდა

ვრცლად
16.იანვარი.2019 20:00
380

უზენაესმა სასამართლომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით საჩივარი არ მიიღო

ვრცლად