მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სვეტი: რებრენდინგის შემდეგ შევეცდებით ძველი რეპუტაციის დაბრუნებას

5b040a8649567
ელენე გოგბერაშვილი
23.05.18 09:00
2049

მას შემდეგ, რაც თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა დეველოპერული კომპანია "სვეტის" პროექტები შეაჩერა, ჭყონდიდელის, ნუცუბიძის, წერეთლისა და მირცხულავას ქუჩების, ასევე ბათუმის პროექტის 2000-მდე მობინადრე მშენებლობის განახლებას რამდენიმე თვეა უშედეგოდ ელოდება. მერიის ინფორმაციით, ზოგიერთ ობიექტზე კომპანიას სამშენებლო ნებართვა საერთოდ არ ჰქონდა, ზოგგან კი სამუშაოები დარღვევებით მიმდინარეობდა.

დღეს კომპანიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს, როგორც „სვეტის" ხელმძღვანელი BM.GE-თან აცხადებს, რეორგანიზაცია მოიცავს რებრენდინგსაც. გააგრძელებს თუ არა კომპანია „სვეტის’’ სახელის ქვეშ ოპერირებას, რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ, 10 ივნისისთვის გაირკვევა. ჯანელიძე ამბობს, რომ კომპანიას აქვს რესურსი ყველა შეჩერებული პროექტი განაახლოს და დაიბრუნოს ის იმიჯი, რაც კომპანიას აქამდე ჰქონდა.

"რა თქმა უნდა, არსებობს რეპუტაციული რისკი ამ პროცესებში, იმიტომ რომ რიგი საკითხები იყო არამართული როგორც ჩვენი, ისე ჩვენი მომხმარებლების მხრიდან.  იყო დაინტერესებული ჯგუფების მხრიდან მიზანმიმართული დისკრედიტაცია კომპანიის სახელთან დაკავშირებით, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიის ყველა პროექტი არის რენტაბელური და ნებისმიერ ჩვენს მყიდველს შეუძლია მარტივი ფინანსური გათვლით შეხედოს რა მდგომარეობა აქვს პროექტებს. რებრენდინგის შემდეგ შევეცდებით ძველი იმიჯის დაბრუნებას და იმ კონკრეტულ კარგ ვითარებაში აღმოჩენას, რაშიც იყო ამ ხნის მანძილზე. არის ჩვეულებრივი კრიტიკული რთული პერიოდი, რომელიც შეიძლება ნებისმიერ კომპანიას შეეხოს, რომელიც არის გადალახვადი რაც მთავარია. არსებობს ყველანაირი წინაპირობა, პროექტები გაგრძელდეს და არავინ დაზარალდეს, გარდა იმ ნაწილისა, რომელსაც დაგვიანებით ფაზა ექნება სამშენებლო სამუშაოების დასრულების მხრივ“-აცხადებს თორნიკე ჯანელიძე.