მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სვაზილენდის მეფემ ქვეყანას ესვატინი დაარქვა

5addc84fde5e0
ლევან თაღიაშვილი
23.04.18 17:10
3576
სვაზილენდის მეფემ, აფრიკის უკანასკნელმა აბსოლუტურმა მონარქმა, საკუთარ ქვეყანას სახელი შეუცვალა და ,,ესვატინის სამეფო'' დაარქვა, დამოუკიდებლობის 50 წლის აღსანიშნავად და შვეიცარიასთან გაიგივების თავიდან ასაცილებლად. 

მეფე მსვატი მესამემ ეს გადაწყვეტილება 50 წლის ოქროს იუბილეს აღნიშვნის დროს გამოაცხადა, სადაც ქვეყნის მოსახლეობა ბრიტანული კოლონიიდან გათავისუფლებას აღნიშნავდა. ,,აფრიკულ ქვეყნებს უნდა დაუბრუნდეთ ძველი, დამოუკიდებლობის დაკარგვამდე არსებული სახელები. ამიტომ, ამიერიდან ჩვენს ქვეყანას ,,ესვატინის სამეფო'' ერქმევა'' - განაცხადა მონარქმა.