მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Summer Set 2019 წლიდან გუდაურში გაიმართება

5b4b4eed5bb7b
მარიამ ადამია
15.07.18 17:39
737
“ Summer set 2018-ის ბილეთების ნახევარი უკვე გაყიდულია, აქედან დაახლოებით 20%–ი კი ტურისტია.“ – აღნიშნული ინფორმაცია Summer set–ის PR მენეჯერმა, ნიკა დვალიძემ „საქმიან დილას“ განუცხადა.

„წელს არ გვქონია, რაიმე სპეციალური მარკეტინგული კამპანია, იმისთვის, რომ ევროპელი ტურისტები მოგვეზიდა ფესტივალზე, შესაბამისად ძირითადი გათვლა კვლავ მეზობელ რესპუბლიკებზე გავაკეთეთ. თუმცა 2019 წლიდან უკვე ვაპირებთ ევროპის ბაზარზე გასვლას. შევთავაზებთ მათ მასალებს, რომლებიც წელს შეიქმნება, ვანახებთ და ვეტყვით: ჩამდით საქართველოში, რადგან აქ ის ხდება, რაც თქვენთვისაც კი ჯერჯერობით ახალია.“ – აღნიშნა ნიკა დვალიძემ.

მისი თქმით, 2019 წელიდან ფესტივალის როგორც ფორმატი, ასევე ტერიტორია იცვლება და თბილისიდან გუდაურში გადაინაცვლებს, სადაც 3 ათასი მეტრის სიმაღლეზე ორგანიზატორები ელექტრონული მუსიკის პარალელურად, მაყურებელს, კლასიკურ ჟანრსაც შესთავაზებენ.

„მთის კურორტების ფესტივალები, სადაც მუსიკა და დასვენება ერთმანეთს ერწყმის, ევროპისთვისაც ჯერ–ჯერობით ახალია, შესაბამისად, გუდაურის მთები, ელექტრონული და ინსტრუმენტულ მუსიკა და სპორტის 9 სახეობასა, ჯამში კარგი ნაზავი უნდა გამოვიდეს.“ – განაცხადა დვალიძემ.