მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სულხან ზუმბურიძე: დადგა ახალი გამოწვევების დრო

5bc82ad4d4d54
BM.GE
18.10.18 10:39
1076
სულხან ზუმბურიძემ თანამშრომლებთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა, სადაც კომპანიაში თერთმეტი წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

სულხან ზუმბურიძე „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარედ 2007 წლიდან მუშაობს.

ამ თანამდებობას დავით თვალაბეიშვილი დაიკავებს, რომელიც მანამდე ნავთობისა და გაზის კორპორაციას ხელმძღვანელობდა.

„თერთმეტწლიანი მუშაობის შემდეგ, მივიღე "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. ვფიქრობ, ჩემი ამ კომპანიაში მუშაობის პერიოდი ნაყოფიერი იყო, რადგან განვლილი თერთმეტი წლის განმავლობაში, ჩემს გუნდთან ერთად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელე, რითაც ძალიან ვამაყობ! ყოველთვის მჯეროდა, რომ ენერგეტიკა ზუსტად ის დარგია, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სტაბილურობის, დამოუკიდებლობის, სიძლიერის გარანტად შეიძლება იქცეს.

თუმცა დადგა ახალი გამოწვევების დრო. დარწმუნებული ვარ, რომ კომპანია ახალი ხელმძღვანელობის პერიოდში განაგრძობს განვითარებას და ბევრ, ქვეყნისთვის საჭირო პროექტს განახორციელებს!

მინდა მადლობა გადავუხადო "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" თითოეულ თანამშრომელს ერთად გატარებული წლებისთვის, ასევე საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებსა და უცხოელ პარტნიორებს თანამშრომლობისთვის“, - წერს ზუმბურიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.