მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობისთვის ინტერესთა გამოხატვა ცხადდება

5975d725250a5
BM.GE
24.07.17 15:16
1249
სტუდენტური საერთო საცხოვრებლის აშენების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მმართველი კომპანიებისთვის, უნივერსიტეტებისა და ყველა დაინტერესებული მხარისთვის აცხადებს ინტერესთა გამოხატვას.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გლობალური სტუდენტური მობილობის პირობებში, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში იზრდება როგორც საზღვარგარეთ სწავლების მსურველთა, ასევე საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოელ სტუდენტთა რაოდენობა.

„შესაბამისად, საგანმანათლებლო პროგრამების ნაირსახეობების პარალელურად, დღის წესრიგში დგება უცხოელი სტუდენტებისთვის სხვადასხვა სერვისების, მათ შორის ევროპული სტანდარტების შესაბამისი საერთო საცხოვრებლების შეთავაზების საკითხი, რომელიც საზღვარგარეთ განათლების მიღების გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ასევე, მნიშვნელოვანია სხვადასხვა რეგიონიდან უმაღლესი განათლების მისაღებად დედაქალაქში ჩამოსული ქართველი სტუდენტების საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფა. 2017 წლის ივლისის მდგომარეობით, თბილისის უსდ-ებში ფიქსირდება 109 290 აქტიური სტუდენტი, საიდანაც 8290 უცხოეთის მოქალაქე, ხოლო 35 264, რეგიონიდან თბილისში განათლების მისაღებად ჩამოსული სტუდენტია.

სწორედ ამიტომ, სტუდენტური საერთო საცხოვრებლის აშენების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მმართველი კომპანიებისთვის, უნივერსიტეტებისა და ყველა დაინტერესებული მხარისთვის აცხადებს ინტერესთა გამოხატვას. პროექტის განხორციელება დაგეგმილია საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმატში და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მზად არის ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი პროექტი და მოსაზრება თანამშრომლობის ტიპებთან დაკავშირებით”, - აცხადებენ სამინისტროში.