მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტიქიისგან დაზარალებული კახეთის სოფლების მოსახლეობა მთავრობისგან დახმარებას ითხოვს

5b79258de03d8
თელარა გელანტია
19.08.18 12:07
727
ძლიერმა სტიქიამ კახეთის რეგიონში თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტები მნიშვნელოვნად დააზარალა.

სანიაღვრე არხებმა წვიმის წყალი ვერ გაატარა, რამაც თელავის ქუჩები, საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები და ეზოები დატბორა.

უამინდობამ დაწყვიტა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც აბონენტების ნაწილს დენის მიწოდება რამდენიმე საათით შეუწყდა.

დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურაც. ძლიერი ქარიშხლის შედეგად, მრავალწლოვანი ხეები წაიქცა.

კახეთის სოფლებში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია ითვლის.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, პარალელურად, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მოსახლეობამ გზის გადაკეტვა სცადა, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.

ადგილობრივები ხელისუფლებისგან დამხარებას ითხოვენ.

„ამ სოფელში რთველი არ იქნება. ყველაფერი განადგურებულია. საწყალ და გაჭირვებულ ხალხს სხვა არაფერი შემოსავალი აქვს. მთავრობა უნდა დაგვეხმაროს. რატომ გვხდიან იძულებულს, რომ გზა გადავკეტოთ“, - აცხადებს მოსახლეობა.