მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Startup Grind Tbilisi მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართველ სტარტაპს უმასპინძლებს

5c9214b853383
BM.GE
20.03.19 14:22
926
23 მარტს ,Startup Grind Tbilisi მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართველ სტარტაპს უმასპინძლებს.

ღონისძიება სასტუმრო „რუმსში“ჩატარდება და მას დაესწრება 400-მდე მონაწილე, მათ შორის იქნებიან სტარტაპები და ადგილობრივი ინვესტორები.
მოწვეული სტუმრის შესახებ:

თამაზ გიორგაძე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი სტარტაპერია მსოფლიოში. მან მოახდინა 175 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციის მოზიდვა მისი სტარტაპისთვის - Raisin, რომელიც წელს ევროპის ტოპ-5 ფინტეკს შორის დასახელდა.

მისი კომპანიის საშუალებით უკვე განხორციელდა 7 მლრდ ევროს ტრანზაქცია ევროპის მასშტაბით, რამაც გამოიწვია კომპანიის გაფართოების საჭიროება. ამჟამად, სტარტაპი ახორციელებს გერმანული ბანკის შეძენას, რათა დააჩქაროს ზრდის ტემპი.

მსგავს წარმატებულ ქართველ სტარტაპებთან აქტიური კომუნიკაციის დამყარება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. გასულ წელს, სტარტაპ გრაინდის ღონისძებაზე ირაკლი არეშიძის (George Arison) სტუმრობის შემდეგ, მან ახალგაზრდა ქართველ სტარტაპერებთან ერთად დააფუძნა ერთობრივი კომპანია. ის აქტიურად ეხმარება ახალგაზრდებს ცოდნის გაზიარებით, ასევე სილიკონის ველის წამყვან ვენჩურულ ფონდებთან წარდგენით.