28.იანვარი.2016 22:43
ტექნოლოგია

სტარტაპი "სიკვდილის დამარცხებას" და ადამიანის ცნობიერების რობორტში გადატანას გეგმავს

სტარტაპი "სიკვდილის დამარცხებას" და ადამიანის ცნობიერების რობორტში გადატანას გეგმავს
ავსტრალიური სტარტაპ კომპანია “Humai” სიკვდილის დამარცხებას აპირებს: "ჩვენ გვსურს, დაგაბრუნოთ მოკვდავთა სამყაროში გარდაცვალების შემდეგ" - აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი ჯოშ ბოკანეგრა. "ჩვენ თავს ვუყრით ინფორმაციას თქვენს ქცევებზე, მანერებზე, საუბრის სტილზე, და მთლიანად შევისწავლით თქვენი სხეულის სპეციფიკას. ამ მონაცემთა ბაზა სენსორულ ტექნოლოგიებში დაიშიფრება, რომელიც შემდგომში რობოტის სხეულში ჩაიტვირთება. მას კი ჩვეულებირივ, ადამიანური ტვინი ექნება. ეს კლონირებაა, - გონების გაცოცხლება".

პროცესი შემდეგნაირად მიმდინარეობს: პიროვნების გარდაცვალების შემდეგ ისინი კრიოგენურად ყინავენ მის ტვინს. ტვინი შეინახება მანამ, სანამ კომპანია ტექნოლოგიებს ბოლომდე დახვეწს. როდესაც ყველაფერი მზად იქნება, ტვინი რობოტის სხეულში მოთავსდება. რობოტის ფუნქციები ტვინიდან მომავალი ტალღების მეშვეობით გაკონტროლდება. ტვინის ე.წ. "დაბერების" შემდეგ, კომპანიის წევრები მას "შეაკეთებენ" უჯრედების ფუნქციონირებს გაუმჯობესების გზით. ბოკანეგრას ღრმა რწმენით, ტვინი „მკვდრეთით აღდგენიდან“ კიდევ 30 წელი თავისუფლად იფუნქციონირებს. ბუნებრივია, მისი გეგმები ჯერჯერობით ბუნდოვნად ჟღერს. ბუნდოვნებას ამძაფრებს ის ფაქტიც, რომ ჯერჯერობით ამ ინოვაციაზე მომუშავე ადამიანთა ჯგუფი მხოლოდ 4 წევრისგან შედგება, თუმცა ისინი გაფართოვებას გეგმავენ, ასევე, ელიან მეტ მიღწევას სამეცნიერო სფეროში. აღსანიშნავია, რომ თავად კომპანიის დირექტორს შეხება არ აქვს მეცნიერებასთან. ის საკუთარ თავს “სერიულ მეწარმეს, ტექნოლოგიურ მეოცნებესა და ინტერნეტ მარკეტერს“ უწოდებს. სანამ ამ საქმეს მოკიდებდა ხელს, მან აპლიკაცია "LoveRoom" შექმნა, ეს ერთგვარი პაემნის სიმულაციაა - 2 ადამიანი 1 კვირის განმავლობაში ერთად ცხოვრობს, რათა მიხვდნენ, რამდენად კარგად ეწყობიან ერთმანეთს.

IHUB Tbilisi



07.ივლისი.2018 19:30
218

ტრადიციულ ქართულ ქვევრს 3D ტექნოლოგიით დაამზადებენ

ვრცლად
02.ივნისი.2018 21:30
172

ღვინის მომხმარებლები აპლიკაციით მარანში მოგზაურობას შეძლებენ

ვრცლად
02.ივნისი.2018 19:30
155

პროგრამა Social Impact Award-ის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ

ვრცლად
02.ივნისი.2018 18:30
125

2017 წელს სმარტფონების გაყიდვების რაოდენობა არ გაზრდილა

ვრცლად
02.ივნისი.2018 10:00
1194

კომპანიებს სარჩელს ბოტი იურისტი მოუმზადებს

ვრცლად
30.მაისი.2018 12:00
1733

ქართულ სტარტაპს Silicon Valley $1 მილიონით დააფინანსებს

ვრცლად