05.მაისი.2016 10:00
ბიზნესი

სტარტაპების დაფინანსების პროგრამას მთავრობა დღეს დაამტკიცებს და ის ფუნქციონირებას 1 თვეში დაიწყებს

სტარტაპების დაფინანსების პროგრამას მთავრობა დღეს დაამტკიცებს და ის ფუნქციონირებას 1 თვეში დაიწყებს
საქართველოს მთავრობა სტარტაპების დაფინანსების პროგრამას იწყებს – აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, პროგრამის მონაწილე შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, ვისაც აქვს ინოვაციური, საინტერესო ბიზნესწინადადება და მისი განხორციელებისთვის ესაჭიროება დაფინანსება. პირველ ეტაპზე პროგრამისთვის გამოიყოფა 11 მლნ ლარი, ხოლო შემდეგ ბიუჯეტი გაიზრდება 35 მლნ ლარამდე.
 
"დღეს ჩვენ დავამტკიცებთ დამწყები ბიზნესის დაფინანსებისთვის საფინანსო ინსტიტუტის მუშაობის ძირითად პრინციპებს, ხოლო ერთი თვის თავზე ეს ინსტიტუტი დაიწყებს ფუნქციონირებას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების პარკის შენობაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, გამომდინარე იქედან, რომ იგი იძლევა საშუალებას, დამწყებმა ბიზნესმენმა და ასევე ინოვაციურმა და ტექნოლოგიურმა ბიზნესმა მიიღოს დაფინანსება ყველანაირი უზრუნველყოფისა და გირაოს გარეშე. მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ პირველად ხდება საქართველოში ინოვაციური იდეების დაფინანსების ინსტიტუციონალიზაცია, რაც ინოვაციური პოტენციალის განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩვენ ვიცით ბევრი ქვეყანა, სადაც ამ მიმართულებამ გარდატეხა შეიტანა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაში და ეს არის ჩვენი მხრიდან პირველი ნაბიჯი, რაც მისასალმებელია" – განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

მისივე ინფორმაციით, პროგრამის კოორდინატორები არიან საპარტნიორო ფონდი და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, პროგრამის ამოქმედების პროცესში ასევე ჩაერთვებიან საერთაშორისო ექსპერტები.



16.იანვარი.2019 18:00
49

მეწარმე : "წინა მთავრობის დროს კომუნიკაცია გაცილებით უკეთესი იყო“

ვრცლად
15.იანვარი.2019 12:00
984

,,ვაზისუბნის მამულში“ ღვინის ახალ საწარმოს ააშენებენ

ვრცლად
15.იანვარი.2019 09:50
452

,,ვაზისუბნის მამული“ ევროპაში ლოგისტიკურ ცენტრს ქმნის

ვრცლად
14.იანვარი.2019 17:08
47

Nexia International-ის ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონალურ კონფერენციას საქართველო უმასპინძლებს

ვრცლად
14.იანვარი.2019 16:06
284

ბიზნესომბუდსმენი: თამბაქოზე აქციზის ზრდის გრძელვადიანი გეგმა მთავრობამ დარგს უნდა გააცნოს

ვრცლად
09.იანვარი.2019 17:03
103

„ვისოლმა“ საქველმოქმედო ჩვენებას „შობა ტიფლისში“ უმასპინძლა

ვრცლად