მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Starbucks ამერიკაში 150 ობიექტის დახურვას გეგმავს

5b2a419431fb3
ლევან თაღიაშვილი
20.06.18 15:50
792

Starbucks 2019 წელს ამერიკაში 150 მაღაზიის დახურვას გეგმავს. ამის მიზეზი ანალიტიკოსების პროგნოზია, რომელიც არ გამართლდა და კომპანიამ 9 წლის განმავლობაში ყველაზე ნაკლები ზრდა აჩვენა გაყიდვების კუთხით, რაც 2.9%-ის ნაცვლად მხოლოდ 1%-ს შეადგენდა. კომპანია ობიექტებს შემოსავლების მიხედვით შეარჩევს. ,,ჩვენს მიერ გაწეულმა სამუშაოებმა შესაბამისი შედეგი ვერ გამოიღო და ის პოტენციალი რაც ჩვენს ბრენდს აქვს ვერ ავითვისეთ, ეს მდგომარეობა ჩვენთვის მიუღებელია'' - განაცხადა Staburcks-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა.

 Starbucks-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 79 მილიარდ დოლარს შეადგენს, მხოლოდ შემოსავლებმა 2017 წელს კი 22 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.