მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Starbucks 8000 ობიექტს დახურავს

5ad712e86a426
ლევან თაღიაშვილი
18.04.18 13:37
1132

კომპანია Starbucks 8000 ობიექტს დახურავს 29 მაისს, რადგან ის ქსელის თანამშრომლების გადამზადებას გეგმავს რასიზმთან დაკავიშირებით. ეს ნაბიჯი მოჰყვა ინციდენტს, როდესაც ერთ-ერთ ობიექტზე 2 შავკანიანი დააკავეს მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი მეგობარს ელოდებოდნენ, არ უკვეთავდნენ არაფერს და ერთ-ერთმა მოქალაქემ ამის გამო პოლიცია გამოიძახა, რასაც შემდგომში Starbucks-ის საწინააღმდეგო აქციები მოჰყვა და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ბოდიშიც მოიხადა.

,,ბოლო რამდენიმე დღე ფილადელფიაში გავატარე ჩემს ტოპ-მენეჯერებთან ერთად იმისთვის, რომ გავაანალიზოთ სად დავუშვით შეცდომა და რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ მის გამოსასწორებლად'' - განაცხადა Starbucks-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კევინ ჯონსონმა