13.იანვარი.2016 10:52
მსოფლიო

სტამბოლში მომხდარმა აფეთქებამ საფონდო ბირჟების იდექსის ვარდნა გამოიწვია

სტამბოლში მომხდარმა აფეთქებამ საფონდო ბირჟების იდექსის ვარდნა გამოიწვია
სტამბოლის ცენტრში მომხდარმა აფეთქებამ ინდექსის Borsa Istanbul 100 (BIST100) ვარდნა განაპირობა. ვაჭრობისას, ინდექსი 0,75% გაიზარდა, თუმცა აფეთქების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე ინდექსი დაეცა და 70516,44 პუნქტი შეადგინა. "ადგილობრივი ბაზარი კვლავ აღმოჩნდა პოლიტიკური და გეოპოლიტიკური რისკების ქვეშ, ველი აქციების გაყიდვების გაგრძელებას“, - განუცხადა Bloomberg-ს ING Bank-ის ხელმძღვანელმა მურატ იარდიმჩიმ.

Bloomberg-ის ცნობით, 10 წლიანი, თურქული სახელმწიფო ობლიგაციების სარგებლის მოცულობა წლიურ 11,39%-მდე გაიზარდა, ლირა კი შემცირდა, თუმცა მოგვიანებით კვლავ „მწვანე ზონას“ დაუბრუნდა. შეგახსენებთ,სტამბოლის ცენტრში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული ცნობით, დაღუპულია სულ მცირე 10 ადამიანი. აფეთქება ადგილობრივი დროით 10:00 საათზე, ისტორიული "სულთანაჰმედის" მოედანზე მოხდა, რომელიც ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია.



23.ივლისი.2018 18:46
16

Facebook ლონდონში კიდევ ერთ ოფისს ხსნის

ვრცლად
22.ივლისი.2018 21:09
307

Google Android-ს ახალი ოპერაციული სისტემით ჩაანაცვლებს

ვრცლად
22.ივლისი.2018 20:00
203

5G ინტერნეტით სარგებლობას სმარტფონები 2019 წლამდე ვერ შეძლებენ

ვრცლად
22.ივლისი.2018 15:40
1528

რა თანხას ხარჯავენ NATO-ს წევრი ქვეყნები სამხედრო შეიარაღებაზე

ვრცლად
21.ივლისი.2018 12:46
1187

Samsung გადახდის ალტერნატიულ საშუალებად კრიპტოვალუტას გამოიყენებს

ვრცლად
21.ივლისი.2018 12:08
83

„ოაზისი“ უდაბნოში, რომელიც 100%-ით განახლებადი ენერგიით ხორციელდება

ვრცლად