მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სსე: ელექტროენერგიის შეწყვეტა ენგურჰესის ავარიულად გათიშვამ გამოიწვია

5b070cbc93fbc
BM.GE
24.05.18 23:00
1025
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური ავარიულად გამოირთო, რის გამოც საქართველოს რეგიონებს და თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა.

"დღეს, 20:11 საათზე ავარიულად გამოირთო ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური, რამაც გამოიწვია ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის დეფიციტი, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს და თბილისის ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.

სისტემაში არსებული რეზერვების და იმპორტის ხარჯზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსახლეობის ეტაპობრივი ჩართვა“, - ნათქვამია სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებაში.