მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების იმპორტის შიდა კვოტები დადგინდა

5b0436fd6fda2
BM.GE
22.05.18 20:26
519
შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებმა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების იმპორტის შიდა კვოტები დაადგინეს. შსს მინისტრის და შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსულებლის ერთობლივი გადაწყვეტილებით, მედიაკმენტებზე განისაზღვრა შემდეგი რაოდენობა:

ა) ზალეპლონისათვის – 993.455 გრამი;
ბ) ზოპიკლონისათვის – 2645.305 გრამი;
გ) ბაკლოფენისათვის – 56509.15 გრამი;
დ) გაბაპენტინისათვის – 768257.95 გრამი;
ე) ტროპიკამიდისათვის – 300 გრამი;
ვ) დექსტრომეტორფანისათვის – 2828 გრამი.

იმპორტი 2018 წლის მთლიან წლიურ შიდა კვოტაზე გამოცხადდება.