მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SpaceX-ის პირველი ტურისტი მთვარეზე იაპონელი მილიარდერი იქნება

5ba0e03f39a89
ლევან თაღიაშვილი
18.09.18 15:16
925

SpaceX-ის პირველი ტურისტი, რომელიც მთვარეზე გაემგზავრება იაპონელი მილიარდერი, იუსაკუ მაეზავა იქნება, რომელიც დედამიწის სატელიტზე 2023 წელს იმოგზაურებს. იაპონელი ანტრეპრენიორი პარალელურად ხელოვნების დიდი მოყვარული და კოლექციონერია. სწორედ ამიტომ მისი გადაწყვეტილებით 6 ან 8 ხელოვანი მასთან ერთად იმოგზაურებს და შექმნის ხელოვნების ნიმუშებს. ექსპედიცია ელონ მასკის თქმით 4-5 დღეს გასტანს.

"ჩემთვის ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და სანუკვარ ოცნებას წარმოადგენს. მსურს ეს ემოცია რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავუზიარო, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მთვარეზე მხატვრებთან ერთად გამგზავრება. " - განაცხადა მაეზავამ. 

ელონ მასკის თქმით, იაპონელი მილიარდერი საკმაოდ დიდ თანხას იხდის ამ მოგზაურობისთვის, თუმცა კონკრეტული ციფრები მას არ დაუსახელებია. Forbes-ის მიხედვით, იაპონელი მილიარდერის ქონება $2.9 მილიარდს შეადგენს.