17.ნოემბერი.2015 13:09
ეკონომიკა

სოზარ სუბარი: დევნილებისთვის ბინების გადანაწილების მომდევნო ეტაპი თებერვალშია დაგეგმილი

სოზარ სუბარი: დევნილებისთვის ბინების გადანაწილების მომდევნო ეტაპი თებერვალშია დაგეგმილი
დევნილებისთვის თბილისის ბინების განაწილების ეტაპი დასრულებულია. გადაცემა "საქმიან დილაში" ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრიმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ბინას დევნილთა 13 000 ოჯახი ითხოვდა და ამ ეტაპზე 561 ოჯახი დაკმაყოფილდება.

“პირველ სექტემბერს “ჰუალინგის’’ ბინები უნდა ჩაგვებარებინა, დანარჩენების ვადა ჯერ გასული არ არის. სულ 561 ბინა განაწილდა. ამ 561 ბინიდან 330 არის “ჰუალინგის’’, დანარჩენი ქართველი მენაშეენეების. აგვისტოს ბოლოსთვის ჩაბარება ვერ მოესწრო, რადგან კეთილმოწყობის სამუშაოები ჰქონდათ დარჩენილი, რაც დღეს  დასრულებულია. ხარვეზების გამოსწორება მოვითხოვეთ, რათა დევნილს ბინა ხარვეზების გარეშე ჩაბარდეს, მაშინ პრეტენზიაც არ იქნება მათი მხრიდან. ადვილი არ იყო შემოსული 13 000 განაცხადის დამუშავება. იყო შემთხვევები, როდესაც ერთი და იმავე ოჯახის სხვადასხვა წევრს ჰქონდა შევსებული განაცხადი. გადამოწმების შემდეგ, 13 000-დან 10100 განაცხადამდე ჩამოვიდა’’-აღნიშნა მინისტრიმა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, დევნილებს სამი კვირა გამოეყოთ, რომ მათ გამოეთქვათ თავიანთი პრეტენზიები და კითხვებზე პასუხი მიღების საშუალება ჰქონოდათ. 

“სამი კვირა მიეცათ დევნილებს, რომ ეს სია ენახათ. პრეტენზიის გამოხატვის საშუალება მივეცით, რათა მოსულიყვნენ და გაეგოთ დეტალები.  ეს სამი კვირა მათ გამოიყენეს. შემდეგ დაიწყო მონიტორინგის ეტაპი, რომლის დროსაც მივდივართ და დგილზე ვნახულობთ დევნილთა ბინებს. როდესაც ისინი ამბობენ, რომ ქირით ცხოვრობენ ეს აუცილებლად უნდა გადამოწმდეს. საცხოვრებლებს ადგილზე ვნახულობთ, სურათებს ვიღებთ და შემდეგ კომისია განიხილავს მართლა არის თუ არა საცხოვრებლად მძიმე პირობები. შერჩევა დასრულებულია და უახლოეს დღეებში ეს სია გამოქვეყნდება. საგულისხმოა ის გარემოება, რომ დევნილები თავად ირჩევენ ბინებს ადგილმდებარეობის მიხედვით და ეს ხდება კომისიის თვალწინ, ისინი იღებენ ნომრებს’’-ამბობს სოზარ სუბარი.

ბინების განაწილების მომდევნო ეტაპი თებერვალშია დაგეგმილი. შეფასების კრიტერიუმებს რაც შეეხება, სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მათთან ერთად არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები და სახალხო დამცველის ინსტიტუტი მუშაობდა.

“კრიტერიმებში ამჟამად ცვლილება არ იგეგემება. ყველა ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ შესაცვლელია კრიტერიუმები, კარგი იქნება, თუ წარმოადგენს ცვლილებების თავისებურ ხედვას. ეს განხილვას ექვემდებარება. ჩვენ დიდი ხანი ვმუშაობდით იმაზე, თუ რა და როგორ შეგვეცვალა. ამ მუშაობაში არა მხოლოდ სამინისტრო, არამედ არასამთავრობოები, სახალხო დამცველის ინსტიტუტი, საერთაშორისო ორგანიზაციები და კიდევ ერთხელ დავხვეწეთ. ზღვარი, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს ასეთი ზღვარი არ არსებობს. აპლიკაციების შევსების პროცესი დამთავრებულია. პროცესი 6 თვე გრძელდებოდა და მისი გადავადება ორჯერ მოხდა’’ -განაცხადა სოზარ სუბარმა.
ავტორი: საქმიანი დილა



25.მაისი.2018 16:17
50

საქართველოში უფილტრო სიგარეტის მოხმარება 2.1-ჯერ გაიზარდა

ვრცლად
25.მაისი.2018 16:00
32

რა შემთხვევაში არ დაუჭერს ჯანდაცვის კომიტეტი მხარს საპენსიო რეფორმას?

ვრცლად
25.მაისი.2018 15:11
54

დაცვის პოლიცია დაჯავშნულ ავტომანქანებს დააზღვევს

ვრცლად
25.მაისი.2018 15:00
99

"ნედლი ნავთობის გადაზიდვა საქართველოს დერეფნით არაკონკურენტუნარიანია"

ვრცლად
25.მაისი.2018 14:30
41

26 მაისს თბილისში საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი გაიმართება

ვრცლად
25.მაისი.2018 14:24
208

რეკლამა 1 ლარად - რადიო თბილისის აქცია

ვრცლად