მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოზარ სუბარი და მიხეილ ჩხენკელი პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ

5b4cb617e37ee
BM.GE
16.07.18 19:10
994
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ორი ახალი მრჩეველი ჰყავს. ინფორმაციას პრემიერმინისტრის აპარატი ავრცელებს.

რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად სოზარ სუბარი დაინიშნა.

განათლების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი კი მიხეილ ჩხენკელი იქნება.

შესაბამისი ბრძანებები მთავრობის მეთაურმა დღეს გამოსცა. 

სოზარ სუბარი დევნილთა და განსახლების მინისტრის პოსტს იკავებდა, მიხეილ ჩხენკელი კი სპორტისა და განათლების მინისტრი იყო.