11.ივლისი.2018 18:20
ეკონომიკა

სოზარ სუბარი: ჭუბერში ზარალი დათვლილია

სოზარ სუბარი: ჭუბერში ზარალი დათვლილია
საქართველოს დევნილთა და განსახლების მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, ჭუბერში დროებითი ხიდის მშენებლობა, რომელიც სოფლის ორ ნაწილს ერთმანეთთან დაკაავშირებს, დღეს დამთავრდება.

როგორს სუბარმა BM.ge-ის განუცხადა, ამ ხიდის მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სტიქიის შედეგად დანგრეული ხიდის გამო, მოსახლეობა ერთმანეთს მოკლედ გზით ვერ უკავშირდებოდა.

რაც შეეხება, ზარალის ოდენობას, მინისტრის თქმით, ზარალი უკვე დათვლილია, მაგრამ კონკრეტული რიცხვის დასახლებისგან თავი შეიკავა.

„ზარალი დათვლილა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ ექსპერტებს და შესაბამის კომისიას მუშაობა არ დაუსრულებია, ვერ დავასახელებ კონკრეტულ რიცხვს. როგორც იცით, 5 სახლი მთლიანად დაინგრა ან ისეთია, რომ საცხოვრებლად საშიშია, მაგრამ შეიძლება ექსპერტების და ჰიდროლოგების დასკვნების შემდეგ, ეს რიცხვი 7-8-მდე გაიზარდოს და შესაბამისად, ზარალის ოდენობაც გაიზრდება. ანალოგიურად ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს დანგრეულ გზებს და იმ 4-5 ხიდს, რომელიც სტიქიამ წაიღო“, - განაცხადა სუბარმა.

BM.ge ინფორმაციისთვის მესტიის მერ კაპიტონ ჟორჟოლიანსაც დაუკავშირდა. მისი თქმით, სტიქიამ უშუალოდ მოსახლეობას დაახლოებით, 5 მლნ ლარის ზარალი მიაყენა.
ავტორი: თელარა გელანტია



19.თებერვალი.2019 22:10
140

ევროკავშირის ელჩი: TBC ბანკი ქვეყნის სისტემური ბანკია… განვაგრძობთ მოვლენების დაკვირვებას

ვრცლად
19.თებერვალი.2019 22:02
145

მაია ბითაძე: თბილისის გენგეგმა მარტის შუა რიცხვებში დამტკიცდება

ვრცლად
19.თებერვალი.2019 20:30
1316

Dentons - მივედით დასკვნამდე, რომ TBC-ის კანონის მოთხოვნები არ დაურღვევია

ვრცლად
19.თებერვალი.2019 20:20
281

10 ფაქტი სუბსიდირების პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ეფექტიანობის შესახებ

ვრცლად
19.თებერვალი.2019 20:00
282

„აწარმოე საქართველოში"-ს მიზანი ეკონომიკის ტოტალური სუბსიდირება არაა "

ვრცლად
19.თებერვალი.2019 19:29
314

„არაფერი არ გვიანდება, არაფერი არ შავდება“

ვრცლად