მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოსო ფხაკაძე ლარის კურსზე: თვალი არ ეცეს

5a3121a68e57f
დავით ჯალაღონია
13.12.17 16:47
1953
"ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტი“ სოსო ფხაკაძე ბოლო დღეებში ლარის კურსის გამყარების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გაცვლით კურსზე ძალიან ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, ხოლო სპეკულაციური განცხადებები სტაბილური კურსის არსებობას ხელს არ უწყობს.

„თვალი არ ეცეს. ეს ტრენდი თუ გაგრძელდება, ძალიან მნიშვნელოვანია. საერთოდ, საბაზრო ეკონომიკის მექანიზმები განსაზღვრავს შიდა სავალუტო ბაზრის კონიუნქტურას. შესაბამისად, განისაზღვრება ლარის კურსი. მე არ მიყვარს საუბარი, რომ რაღაც სპეკულაციური მოთხოვნა იყო. არსებობს მიწოდება და მოთხოვნა. თუ ამ პრიზმიდან შევხედავთ, ყველას რაც გვაინტერესებს არის ის, რომ ლარი გამყარდეს, კიდე უფრო მეტად სტაბილური ვალუტა იყოს“, - აღნიშნა ფხაკაძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის 13 დეკემბრის მონაცემებით, ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.62 ლარია. ბოლო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან 4 თეთრით გამყარდა.