29.მარტი.2016 10:20
ტექნოლოგია

Sony გაუმჯობესებული PlayStation 4-ის გამოშვებას გეგმავს

Sony გაუმჯობესებული PlayStation 4-ის გამოშვებას გეგმავს
The Wall Street Journal_ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ Sony გაუმჯობესებული PlayStation 4-ის გამოშვებას გეგმავს. მოწყობილობის ახალ ვერსია მორგებული იქნება თამაშებზე, რომლებსაც სისტემური მოთხოვნები წინასთან შედარებით უფრო გაზრდილი აქვთ, მათ შორის ფუნქციები ვირტუალური რეალობის შესაქმნელად. კომპანია ამავე დროს არ გეგმავს შეწყვიტოს უკვე არსებული PlayStation 4-ის წარმოება, რომლის გაყიდვებიც ამ მომენტისათვის 36 მილიონს შეადგენს.

Sony ვირტუალური რეალობის ახალ მოწყობილობას PlayStation VR-ს ოქტომბერში წარადგენს, - აღნიშნავს გამოცემსი წყარო. PlayStation 4-ის ახალი ვერსიის გამოცემის ძირითადი მიზეზი, ამავე წყაროს ინფორმაციით, გახდა კომპანიის სწრაფვა მომხმარებლებად აქციონ ე.წ გეიმერები, რომლებიც მზად არიან გადაიხადონ იმ მოწყობილობისათვის რომელიც ვირტუალური რეალობის ფუნქციით იქნება აღჭურვილი. ზოგადად Sony, ისევე როგორც სხვა კომპანიები მაგალითად Microsoft და Nintendo, ახალ პროდუქტს 6-7 წელში ერთხელ უშვებს. PlayStation 4 2013 წელს გამოვიდა, PlayStation 3-ის გამოსვლის თარიღი 2006 წელია, და ზუსტად 6 წლით ადრე 2000 წელს კი კომპანიამ PlayStation 2 გამოუშვა.



20.მარტი.2019 18:15
120

ევროკავშირმა Google €1,490,000,000-ით დააჯარიმა

ვრცლად
20.მარტი.2019 14:22
86

Startup Grind Tbilisi მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართველ სტარტაპს უმასპინძლებს

ვრცლად
17.მარტი.2019 00:13
1013

ინოვაციები, რომლებიც მომავალში ცხოვრებას შეცვლის

ვრცლად
13.მარტი.2019 22:51
1652

მსოფლიოს მასშტაბით Facebook-ი, Instagram-ი, WhatsApp-ი და სხვა აპლიკაციები შეფერხებით მუშაობენ

ვრცლად
13.მარტი.2019 11:17
196

15 მარტიდან - IED-ის უნივერსიტეტის პროფესორის კურსი ქართველი მარკეტერებისთვის

ვრცლად
23.თებერვალი.2019 12:59
941

გრანტების პროგრამაში გამარჯვებული 20 სტარტაპერი 100,000-100,000 ლარს მიიღებს

ვრცლად