მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომელიეთა ასოციაცია საუკეთესო ქართულ ღვინოებს გამოავლენს

599d6824a0c9a
BM.GE
23.08.17 15:31
1740
სომელიეთა ასოციაცია საუკეთესო ქართულ ღვინოებს გამოავლენს. როგორც ასოციაცია აცხადებს, მეოთხე წელია ტარდება „ქართული ღვინის ეროვნულ კონკურსი”, რომლის მიზანია, გამოავლინოს საქართველოში წარმოებულ ღვინოებს შორის საუკეთესოები.

კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო.

კონკურსში, ტრადიციულად, მონაწილეობს ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების თითქმის ყველა საწარმო, მათ შორის - მცირე მარნებიც.

წარმოდგენილი იქნება 14 კატეგორია: ცქრიალა ღვინო (თეთრი ბრუტი); თეთრი მშრალი ღვინო; წინანდალი; ქვევრის თეთრი ღვინო; ვარდისფერი ღვინო; წითელი მშრალი ღვინო; საფერავი; პრემიალური საფერავი; მუკუზანი; ქვევრის წითელი ღვინო; უსახელოური; ხვანჭკარა; ქინძმარაული; ჭაჭა.

კონკურსის პროფესიული ჟიურის წევრები არიან ენოლოგები და სომელიეები, ხოლო “სახალხო ჟიური“-ში მოწვეული არიან საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეები.

პროფესიული ჟიურის თანათავმჯდომარეები არიან: - სტივენ სპურიე - მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი ღვინის ექსპერტი, ჟურნალ "დეკანტერი"-ს (Decanter) კონსულტანტ-რედაქტორი, საფრანგეთში ღვინის აკადემიის (Academie du Vin) და ქრისტის (Christie's) ღვინის კურსების დამფუძნებელი, ღვინის წიგნების ავტორი; - შალვა ხეცურიანი - საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი.

გამარჯვებული ღვინოების დაჯილდოება გაიმართება 8 ოქტომბერს. ღვინის საწარმოებისათვის კონკურსში მონაწილეობა უფასოა. ღვინის ნიმუშების წარდგენის ბოლო ვადაა - 15 სექტემბერი.