28.მარტი.2016 13:17
ეკონომიკა

სოლომონ მენაბდიშვილი: კონკურენციის სააგენტოს საქმეების შესწავლის შერჩევითი მეთოდოლოგია აქვს

სოლომონ მენაბდიშვილი: კონკურენციის სააგენტოს საქმეების შესწავლის შერჩევითი მეთოდოლოგია აქვს
კონკურენციის სააგენტომ "ნიკორასა" და "ნუგეშის" გაერთიანება კანონდარღვევად მიიჩნია, თუმცა სააგენტოს რეაგირების ბერკეტი არ აქვს. "კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრში" მიიჩნევენ, რომ ამ შემთხვევაში, სააგენტოს შეეძლო ევროპული პრაქტიკა გამოეყენებინა. როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა, სოლომონ მენაბდიშვილმა "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, საქართველოს კონკურენციის შესახებ კანონში სხვა ბევრი ხარვეზებიც არის. მისივე თქმით სააგენტო საქმეების შესწავლისას შერჩევითობის პრინციპს იყენებს.
 
"საქართველო ვალდებულია იქონიოს კონკურენციის შესახებ სრულყოფილი კანონმდებლობა, რომელიც დაარეგულირებს კარტელებისა და მონოპოლიების არსებობას ქვეყანაში. თუმცა ბოლო ცვლილებებით ხარვეზები სერიოზულია, სამართლდარღვევებზე ჯარიმა მხოლოდ 5 პროცენტია, მაშინ როდესაც ევროკავშირში 10 პროცენია.

"ნიკორასა" და "ნუგეშის" შემთხვევაში, სააგენტომ განაცხადა, რომ დარღვევა არის, მაგრამ არანაირი ბერკეტი არ აქვს, მაშინ როდესაც მას შეეძლო ოფიციალურად გამოეყენებინა მეექვსე ან მეშვიდე მუხლი, თუმცა სამწუხაროდ მან ამას თავი აარიდა.

გარდა კანონში არსებული ხარვეზისა სააგენტოს არ ყავს სრულყოფილი კადრი", - აცხადებს სოლომონ მენაბდიშვილი. მისივე თქმით, კონკურენციის სააგენტომ ანალოგიურად თავი აარიდა ფარმაცევტული სექტორის შესწავლას.

"კონკურენციის სააგენტოს აქვს შერჩევითი მეთოდოლოგია თუ რომელ საქმეს აიღებს და რომელს არა", - განაცხადა მენაბდიშვილმა.



23.თებერვალი.2019 22:03
426

კომპანიამ - ,,Ku biki“ საბავშვო ავეჯის დამზადება დაიწყო

ვრცლად
23.თებერვალი.2019 21:00
1322

ავსტრიელმა რეჟისორმა თუშეთზე ფილმის გადაღება 31 000 ევროთი დააფინანსა

ვრცლად
23.თებერვალი.2019 20:30
545

მარიამ ქვრივიშვილი: „ტურიზმმა ეკონომიკაში უფრო მეტი კონტრიბუცია უნდა განახორციელოს“

ვრცლად
23.თებერვალი.2019 20:03
643

Skylawyer: “ყოველწლიურად რამდენიმე მლრდ ევროს კომპენსაცია რჩება მოუთხოვნელი”

ვრცლად
23.თებერვალი.2019 19:44
609

საქართველოს ბანკის ჯგუფის ორგანიზებით, 25 ივნისს ინვესტორთა დღე გაიმართება

ვრცლად
23.თებერვალი.2019 19:20
670

„დაგროვებითი საპენსიო სქემის ადმინისტრირება“ - რეგიონებში სამუშაო შეხვედრები დაიწყო

ვრცლად