მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოლიდარობის ფონდში 10 მილიონ ლარზე მეტია მობილიზებული

59534b520f86b
ელენე გოგბერაშვილი
28.06.17 10:20
1871
სოლიდარობის ფონდში დაფუძნებიდან 3 წლის მანძილზე 10 მილიონ ლარზე მეტია მობილიზებული. როგორც ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი "საქმის კურსთან" აცხადებს, საჯარო უწყებების, კერძო სექტორის და მოქალაქეების დახმარებით ფონდმა 3 წლის განმავლობაში 400 ბენეფიციარი დააფინანსა.

"დაფუძნებიდან დღემდე სოლიდარობის ფონდის ირგვლივ გაერთიანებული 700-ზე მეტი საჯარო უწყების 60 ათასზე მეტი თანამშრომლის, 70 ორგანიზაციის, 53 სტუდენტური თვითმმართველობისა და 10 ათასობით მოქალაქის ჩართულობით ფონდის მიერ მობილიზებულია 10 მილიონ ლარზე მეტი თანხა. დღეის მდგომარეიბით სოლიდარობის ფონდის მიერ დაფინანსებულია 400 ბენეფიციარი. დაფუძნებიდან დღემდე არცერთი ბავშვი და 21 წლამდე ახალგაზრდა, ვისაც ონკოლოგიური დაავადება შეეხო, არ გადარდაცვლილა უსახსრობის გამო. სამწუხაროდ, მომართვიანობა ფონდში მზარდია. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ახალი ინიციატივა იმისთავის, რომ შევინარჩუნოთ ეს შედეგი", - აცხადებს სოფიო კაკალიაშვილი.