25.თებერვალი.2016 17:11
საზოგადოება

სოლიდარობის ფონდმა, 215 ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობა 7,9 მილიონი ლარით დააფინანსა

სოლიდარობის ფონდმა, 215 ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობა 7,9 მილიონი ლარით დააფინანსა
საქართველოს სოლიდარობის ფონდმა, დაფუძნებიდან დღემდე, 215 ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობა 7,9 მილიონი ლარით დააფინანსა, - საქმიანობის ანგარიში და 2016 წლის პრიორიტეტები ფონდის ხელმძღვანელმა მარიამ ჯაშმა დღეს სოლიდარობის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე წარადგინა, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.
 
სხდომაზე აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით, ფონდს საჯარო სამსახურის 55 000 - ზე მეტი თანამშრომელი, 24 კერძო კომპანია და 53 სტუდენტური ორგანიზაცია შეუერთდა.

შედეგად, 2014 წლის ივლისიდან დღემდე, ფონდში ჯამურად მობილიზებულია 5.7 მლნ ლარი. ამ კონტექსტში განსაკუთრებით გაესვა ხაზი კერძო სექტორის, მათ შორის ბანკების მხარდაჭერის როლს.

"ეს არის ძალიან წარმატებული პროექტი და ჩვენ გვაქვს საფუძველი, ოპტიმისტურად ვუყუროთ მომავალს. დარწმუნებული ვარ, საერთო ძალისხმევით შევძლებთ, მოვიზიდოთ კიდევ უფრო მეტი თანხა, გავაუმჯობესოთ საჯარო და კერძო პარტნიორობის მოდელი და მეტი ბავშვის მკურნალობა დავაფინანსოთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით მიღწეულ შედეგებთან ერთად, მარიამ ჯაშმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა სოლიდარობის ფონდის აქტიურ როლზე ინოვაციური დაფინანსების გლობალურ დიალოგში, კერძოდ გაეროსა და პარიზის სამდივნოსთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

სოლიდარობის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს რიგით მეხუთე სხდომას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე, თბილისის მერი დავით ნარმანია, ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია, საბანკო სექტორის წარმომადგენლები, გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი და ჩეხეთის საელჩოს ატაშე ალბერტ სიდო დაესწრნენ.



18.თებერვალი.2019 22:00
868

ქუთაისში სამაგიდო თამაშების პირველი Game Club გაიხსნა

ვრცლად
18.თებერვალი.2019 20:11
1036

გიორგი კეპულაძე: "NGO-ების ჩართულობა TBC-ის საქმეს გამჭვირვალობას შემატებს"

ვრცლად
18.თებერვალი.2019 15:09
2064

21 თებერვალს გიდები აპოლიტიკურ საპროტესტო აქციას გამართავენ - „შეწყდეს სეპარატისტული ტურიზმი“

ვრცლად
18.თებერვალი.2019 14:38
846

ცქიტიშვილის უწყება სამხედრო სამსახურის შესახებ კანონთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ვრცლად
18.თებერვალი.2019 14:14
667

„ევროპული საქართველო“ კობა გვენეტაძეს პარლამენტში იბარებს

ვრცლად
18.თებერვალი.2019 13:21
66

საქართველოს უახლესი ისტორია არსის 30-წლიან ბიოგრაფიაში

ვრცლად