23.თებერვალი.2016 15:19
კრიპტოვალუტები

სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის  მემორანდუმი გაფორმდა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის - "განათლება, კვლევა და ბიზნესი დასაქმებისა და განვითარებისათვის" პირველი ეტაპი დასრულდა.
 
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები პროექტის ფარგლებში შემუშავებული "აგრობიზნეს მენეჯმენტის" პროგრამის პრეზენტაციას დაესწრნენ.

ღონისძიების ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა.

თანამშრომლობის მემორანდუმი უნივერსიტეტის სტუდენტთა პროფესიული ცოდნის ამაღლებას და განვითარებას, სტუდენტთა კვლევითი და პრაქტიკული საქმიანობის ხელშეწყობას, ასევე წარჩინებული კურსდამთავრებულების სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ უწყებებში სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებასა და დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

პროექტის - "განათლება, კვლევა და ბიზნესი, დასაქმებისა და განვითარებისათვის" მიზანი სახელმწიფო და კერძო სექტორის ეფექტიანი თანამშრომლობის გზით, აგროსექტორში უმაღლესი განათლების პროგრამის შექმნა, კვალიფიციური მენეჯერების მომზადება და მათთვის დასაქმების რეალური შესაძლებლობის შეთავაზებაა.

აგრო-ბიზნეს მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა 2 წლიანია. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები აგრობიზნესის მართვისა და შეფასების მიმართულებით საფუძვლიან ცოდნას მიიღებენ და პრაქტიკულ საქმიანობაში მისი ეფექტიანად გამოყენების უნარებს გამოიმუშავებენ.

აგრობიზნეს მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებისა და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხება.



23.მაისი.2018 20:36
272

HSBC Blockchain ტექნოლოგიას ტესტავს

ვრცლად
23.მაისი.2018 14:24
241

კრიპტოვალუტების კაპიტალიზაცია 372,8 მლრდ დოლარია

ვრცლად
18.მაისი.2018 16:46
126

ეროვნულ ბანკში კრიპტოვალუტების საზედამხედველო მიდგომებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

ვრცლად
17.მაისი.2018 18:18
180

აზერბაიჯანს კრიპტოვალუტების ოპერაციების დაბეგვრა სურს

ვრცლად
16.მაისი.2018 12:10
367

"საქართველოს უნივერსიტეტმა" ბლოკჩეინ ტექნოლოგიების სწავლება დაიწყო

ვრცლად
10.მაისი.2018 13:10
226

"საქართველომ ხელი უნდა შეუწყოს მცირე ბლოკჩეინ კომპანიებს"

ვრცლად