მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სოფლის მეურნეობა ჩვენს დროს გახდა პრიორიტეტული, ჩვენს დროს უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდო"

5c8f6a3763977
ლევან თაღიაშვილი
18.03.19 17:28
2573
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას განცხადებით, სოფლის მეურნეობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს გახდა პრიორიტეტული და უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდო სექტორში, ვიდრე - 2012 წლამდე.

ამის შესახებ დანელიამ პარლამენტის დარგობრივი და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა. 

დანელიამ ასევე სოფლის მეურნეობის განვითრებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრობლემა მიწის ბაზის განვითარებაშია.

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური ხედვა უკვე ნანახი გვაქვს. სოფლის მეურნეობა ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა პრიორიტეტი. ჩვენი ხელისუფლების პირობებში გაცილებით მეტი ინვესტიცია შევიდა. სოფლის მეურნეობაში განვითარებულმა პროცესებმა გვიჩვენა, რომ რეალურად პრობლემა გვაქვს მიწის ბაზის განვითარებასთან. რომლის აღრიცხვიანობა არასრულფასოვანია, რომლის განვითარება არ არის ინკლუზიური და თანმიმდევრული", - აღნიშნა დანელიამ.