01.მარტი.2016 10:11
საზოგადოება

სოფელ ეწერაში 15 ჰექტარი ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია იგეგმება

სოფელ ეწერაში 15 ჰექტარი ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია იგეგმება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა „ქართული ჩაი“-ს ახორციელებს.
 
დღეს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროექტების მხარდაჭერისა და განვითარების უფროსმა მიხეილ კუჭავა,პროგრამის „ქართული ჩაი“ მენეჯერმა ლევან უროტაძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსს დათო კოდუა წალანჯიხის რაიონის სოფელ ეწერას ესტუმრნენ და ჩაის სარეაბილიტაციო ნაკვეთები მოინახულეს. სოფელ ეწერაში პროგრამის ფარგლებში იგეგმება 15 ჰექტარი ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის პირველი ეტაპის განხორციელება თებერვლიდან დაიწყო და მისი მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის ბიო ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, შედეგად, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა. პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი იქნება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია.

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის დაფინანსებას მიიღებენ იურიდიული პირები, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები.

პლანტაციების რეაბილიტაციისათვის თანადაფინანსება იქნება:

• კერძო საკუთრებაში არსებული პლანტაციების შემთხვევაში: იურიდიული პირებისათვის (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა) - რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 60%

• სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 80%

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული (იჯარით გაცემული) პლანტაციების შემთხვევაში:

• იურიდიული პირებისათვის (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა) - რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 70%

• სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 90%

სასოფლო სამეურნეო კოოპერატივები დამატებით უსასყიდლოდ მიიღებენ ჩაის პირველადი დამუშვებისთვის საწარმოო მანქანა-დანადგარებს, მოწყობილობებსა და ინვენტარს.
ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა რამდენიმე ეტაპიანი, პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დონორ ორგანიზაციებთან ერთად, პროგრამის ბენეფიციარებს ტექნიკურ დახმრებას ჩაის სწორად დამუშავების ტექნოლოგიების შესწავლის, სერტიფიცირების, მარკეტინგის, სარეალიზაციო არხების შექმნის და სხვა მიმართულებით გაუწევს.

პროგრამის ფარგლებში შეღავათებია გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის.



21.აგვისტო.2018 19:44
101

აგროდაზღვევის ბენეფიციარებს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ

ვრცლად
21.აგვისტო.2018 17:00
133

RMG სამ წელში გარემოს დაცვითი სამუშაოებისთვის 30 მილიონის დახარჯვას გეგმავს

ვრცლად
21.აგვისტო.2018 16:30
231

ბათუმში ხმაურის გადაჭარბებისთვის 40-მდე ობიექტი დაჯარიმდა

ვრცლად
21.აგვისტო.2018 16:00
237

ბორდიურებზე მაგიდების განთავსებისთვის ბათუმში კაფე-ბარები დააჯარიმეს

ვრცლად
21.აგვისტო.2018 15:21
264

მაია ცქიტიშვილს ქუთაისში დევნილთა კორპუსების მშენებლობაზე შენიშვნები აქვს

ვრცლად
21.აგვისტო.2018 15:02
62

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტები დიდუბეში 11 მისამართზე დაფინანსდა

ვრცლად