08.ნოემბერი.2018 14:59
ეკონომიკა

სოციალური დახმარების მიმღებ პირებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში დახმარება 1 წლით შეუნარჩუნდებათ

სოციალური დახმარების მიმღებ პირებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში დახმარება 1 წლით შეუნარჩუნდებათ
მთავრობა სოციალური პროგრამების ჩარჩოს პრინციპულად ცვლის, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ახალი სისტემის თანახმად, სოციალური დახმარების მიმღებ პირებს, მუშაობის დაწყების მიუხედავად, სოციალური დახმარება არ შეუწყდებათ.

ოფიციალური შემოსავლის მიღების შემდეგ, სოციალური დახმარების მიმღებ პირებს, პროგრამის მონეტარული კომპონენტი - ფულადი დახმარება ერთი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ, ხოლო მეორე წელს - შეუნარჩუნდებათ არაფულადი ტიპის დახმარებები, როგორიცაა სხვადასხვა ტიპის ვაუჩერები, სამედიცინო დაზღვევა და სხვა სახის შეღავათები.

„როგორც პარლამენტში ჩემი გამოსვლისას აღვნიშნე, ჩვენ ვიწყებთ ჩვენი სოციალური პროგრამების ჩარჩოს პრინციპულ ცვლილებებს, რომელიც შეთანხმებული გვაქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ყველა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან, რომლებიც მონაწილეობენ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში. მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ არსებული სოციალური დახმარების გაცემის სისტემა გარკვეულწილად ახალისებდა უმუშევრობას. ჩვენს მიერ შემუშავებული ახალი სისტემა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას საქართველოში, ვინაიდან ის მომენტი, რომ ადამიანი მუშაობის დაწყების შემთხვევაში დახმარებას კარგავდა, გარკვეულწილად იყო ბარიერი იმისთვის, რომ ჩვენს ბევრ მოქალაქეს ოფიციალურად დაეწყო მუშაობა. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ძალიან დადებით მოლოდინები გვაქვს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.



22.იანვარი.2019 21:30
257

,,ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში ახალ პროექტს იწყებს - ,,ფერმერებს პირდაპირ აღარ დავაფინანსებთ“

ვრცლად
22.იანვარი.2019 20:56
622

ვერა ქობალია, ნინო ზამბახიძე, ვალერი ჩეხერია, კალაძე - „ახალგაზრდა ლიდერები“ დავოსზე საქართველოდან

ვრცლად
22.იანვარი.2019 20:40
171

რა შეღავათებს სთავაზობს „ოცნების“ მთავრობა ტრანსნაციონალურ კომპანიებს? - კანონპროექტი პარლამენტშია

ვრცლად
22.იანვარი.2019 20:37
69

„ჰოლანდიურმა კომპანიამ შესაძლოა, შავი ზღვის სანაპიროზე გემების სარემონტო საამქროები მოაწყოს“

ვრცლად
22.იანვარი.2019 20:16
58

პრემიერმა და COSCO Shipping-ის თავმჯდომარემ საქართველოში პოტენციურ საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრეს

ვრცლად
22.იანვარი.2019 20:12
99

მიდის თუ არა ნინო ზამბახიძე სოფლის მეურნეობიდან?

ვრცლად