მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოციალურ ქსელში ფეხსაცმელების თაღლითური ვებ-გვერდი გამოჩნდა

5c0937c94854f
ლევან თაღიაშვილი
06.12.18 19:23
2260
სოციალურ ქსელში ე.წ Fake ვებ-გვერდის რეკლამა გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს Timberland-ის ბრენდის ფეხსაცმელზე დიდი რაოდენობით ფასდაკლებას სთავაზობს.

აღმოჩნდა, რომ timberlandeshoe.com პანამაშია რეგისტრირებული და მხოლოდ 10 დღეა არსებობს.

თაღლითური საიტი ადამიანებს საშუალოდ $150-250 ღირებულების პროდუქციას $20-50 სთავაზობს. ერთ-ერთი მომხმარებელი, წერს, რომ მათი პროდუქცია Facebook-ით შეუკვეთა, მეილზე კი,  არანაირი ინფორმაცია შეკვეთის შესახებ არ მისვლია; გარკვეული პერიოდის შემდეგ  მათ ეს მომხმარებელი საერთოდ დაბლოკეს საკუთარი გვერდიდან.

მსგავსი შემთხვევები საკმაოდ ხშირია;

მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ შეკვეთის შემდეგ ამანათის ადგილზე მიტანის თარიღი საერთოდ არაა მითითებული. იმისთვის, რომ მსგავსი ვებ-გვერდით სარგებლობამდე შეამოწმოთ მისი ავთენტურობა რამდენიმე საშუალება არსებობს, მაგალითად scamadviser.com, რომელიც ინფორმაციას გაწვდით ვებ-გვერდის მფლობელზე.

სწორედ მისი ინფორმაციით დადგინდა, რომ მისი მფლობელი ორგანიზაცია WhoisGuard Protected-ია.