მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Socar კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას აღარ გაასაჩივრებს

5b06a8fa33877
თამუნა დემეტრაშვილი
24.05.18 16:00
701
კომპანია "სოკარი" კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აღარ აპირებს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა ლევან გიორგაძემ bm.ge-სთან საუბრისას განაცხადა, სააგენტოს ბრალდებებს არ ეთანხებიან, თუმცა სასამართლო დავის გაგრძელების სურვილი პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე აღარ აქვთ.

"იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობდა ეს დავა, გეტყვით, რომ რაღაც დონეზე ჩვენი პრიორიტეტი იყო, ის დაგვესრულებინა. საბოლოოდ კონკურენციის სააგენტო ჩამოყალიბდა ისეთ დასკვნაზე, რომ სიტუაციის გათვალისწინებით, პრაგმატული გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა რომ არ ვეთანხმებით ბრალდებას, აღარ ვაპირებთ გავასაჩივროთ. სასამართლო დავა კიდევ 2-3 წელი გაიწელება, ამიტომ გვსურს ეს პროცესი დასრულდეს და ახალი ფურცლიდან დავიწყოთ“-განაცხადა ლევან გიორგაძემ.

შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტომ საწვავის ბაზრის ხელახალი მოკვლევა დაასრულა, რის შედეგადაც 55 მილიონიანი ჯარიმა, რომელიც კომპანიებს ჯამში დაეკისრათ -3 მილიონამდე შემცირდა. "სოკარის" წილად ამ ჯარიმიდან 719 ათასი ლარი მოდის. კომენტარის გაკეთება არ ისურვეს კომპანია "სან პეტროლიუმ ჯორჯიაში".