მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

sms და e-mail რეკლამების უკანონოდ გაგზავნის გამო 8 კომპანია დაჯარიმდა

5b5045405f394
მეგი კავთუაშვილი
19.07.18 12:00
1075
პირდაპირი მარკეტინგის წესების დარღვევის გამო 2018 წელს 8 კომპანია დაჯარიმდა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინპექტორის აპარატის ცნობით, ამ რაოდენობაში 2017 წლის მიმართვების ნაწილიც შედის, რომელთა განხილვა მიმდინარე წელს დასრულდა.

ოფიციალური ინფორმაციით, sms რეკლამის უკანონოდ გაგზავნის ფაქტზე და პირდაპირი მარკეტინგის წესების დარღვევის სხვა ფაქტებზე მიმდინარე წელს ინსპექტორის აპარატს 26-ჯერ მიმართეს. აქედან 3 კომპანია დაჯარიმდა, 3 კომპანიას სამართალდარღვევის ხანდაზმულობის გამო ვერ დაეკისრა პასუხისმგებლობა, 1 კომპანიას გაფრთხილება მიეცა, ხოლო 9 განცხადება განხილვის პროცესშია;

პირდაპირი მარკეტინგის წესების დარღვევის გამო პირველ შემთხვევაში კომპანია 3000 ლარით ჯარიმდება, ხოლო 1 წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში 10 000 ლარიანი სანქცია ეკისრება.