მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Skylawyer: "ყოველწლიურად რამდენიმე მლრდ ევროს კომპენსაცია რჩება მოუთხოვნელი"

5c715492e2af8
ანუკა ჯოხაძე
23.02.19 20:03
2614
მსოფლიოს მასშტაბით, ყოველთვიურად რამდენიმე ათეული ათასი ფრენა უქმდება ან აგვიანებს დანიშნულების ადგილზე ჩაფრენას; ამ დროს კი სხვდასხვა ავიაკომპანიები მგზავრთა უფლებებს არღვევენ და კომპენსაციების გაცემას თავს არიდებენ.

რა შემთხვევაში შეიძლება მგზავრებმა ავიაკომპანიებს კომპენსაცია მოთხოვონ?

როგორც კომპანია skylawyer-ის მმართველი პარტნიორი არჩილს ცერცვაძე ამბობს, ხშირად მგზავრებმა არ იციან, თავინთი უფლებების შესახებ.

შესაბამისად, ხშირად ისინი ამ მიმართულებით საკომპენსაციო თანხებს კარგავენ.

როგორც არჩილ ცერცვაძე ამბობს, მგზავრმა შესაძლოა, კომპენსაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში აიღოს, თუ ავიაკომპანია მას გადადებული რეისის შესახებ 14 დღეზე გვიან შეატყობინებს ან თუ დანიშნულების ადგილზე 3 საათზე უფრო გვიან ჩაიყვანს მგზავრს.

მისივე თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, ხართ თუ არა იმ ქვეყნის მოქალაქე, სადაც შემთხევევა მოხდება, თქვენ მაინც გაქვთ კომპენსაციის აღების უფლება.

skylawyer-ი მგზავრებს იმასაც ურჩევს, რომ ადგილზევე შეაგროვონ ფაქტები, გადაუღონ სურათი დაზიანებულ ბარგს და ა.შ.

“ყოველწლიურად რამდენიმე მილიარდი ევროს კომპენსაცია რჩება მოუთხოვნელი. რამდენიმე მილიონი ადამიანი არ ითხოვს კომპენსაციას იმიტომ, რომ მან ეს არ იცის. მგზავრებმა უნდა იცოდნენ, რომ ყველა ისეთ შემთხვევაში, როდესაც ავიაკომპანია არ გაუწევს მომსახურებას ისე, როგორც შეჰპირდა და მისი მგზავრობის გეგმებს ჩაშლის, მას შესაძლებელია ეკუთვნოდეს ფულადი კომპენსაცია. ეს შეეხება რეისის დაგვიანებას - თუ კი ავიაკომპანიამ დანიშნულების ადგილზე ჩაგიყვანათ 3 საათით ან უფრო გვიან ან თუკი ფრენა გადაიდო და არ შეგატყობინა 14 დღეზე ადრე, ან თუ ბარგი დაგიზიანა; ყველა ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, გეკუთვნოდეს ფულადი კომპენსაცია.

აუცილებლად უნდა იცოდეს ყველა მგზავრმა რომ ავიაკომპანიებთან სამართლებრივ დავაში შესვლა არ იწვევს არანაირ ნეგატიურ გავლენას მგზავრზე. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს მგზავრის მოქალაქეობასაც. ავიაკომპანიებთან დავაში დიდი მნიშვნელობა აქვს მტკიცებულებების სათანადოდ შეგროვებას. მარტივი პრაქტიკული რჩევა იქნებოდა ჩვენი მხრიდან, რომ ყველა ისეთ შემხთვევაში, როდესაც ავიაკომპანიათან ნებისმიერი პრობლემა წარმოგექმნებათ შეეცადეთ აეროპორტშივე შეაგროვოთ მტკიცებულებები. მაგალითად თუ ბარგი დაგიზიანდათ, ადგილზე გადაუღეთ ფოტო ან ვიდეო ან თუ ავიაკომპანია გედავებათ, რომ სათანადო დროს არ გამოცხადდით ადგილზე, ამ დროსაც გადაიღეთ ფოტოები“, - ამბობს skylawyer მმართველი პარტნიორი.