01.მარტი.2016 11:01
კრიპტოვალუტები

სკოლის მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებსა და მშობლებისთვის ონლაინ კონსულტაციების პროგრამა ამოქმედდა

სკოლის მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებსა და მშობლებისთვის ონლაინ კონსულტაციების პროგრამა ამოქმედდა
სასკოლო კვლევების ცენტრის პროექტს - "ონლაინ კონსუტაციები სასკოლო საკითხებზე" - კერძო და საჯარო სკოლების ადმინისტრაციებისთვის ახალი სერვისი ემატება. სერვისი გულისხმობს საგანმანათლებლო ორგანიზაციების პროფილის შესწავლას და ორგანიზაციის სუსტი და ძლიერი მხარეების გამოვლენას. პროექტი ადმინისტრაციების კონსულტირებას და რეკომენდაციების გაწევასაც ითვალისწინებს იმის შესახებ, თუ როგორ იქნება უმჯობესი ორგანიზაციის გაძლიერება. როგორც ცენტრში "ბიზნესკონტაქტს" განუცხადეს, კონსულტაციები გათვლილია პედგოგებზე, მშობლებზე, მოსწავლეებსა და სკოლის ადმინისტრაციაზე. კონსულტაციები სკოლასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემატური საკითხის კვლევას და შემდეგ რეკომენდაციების მიწოდებას ისახავს მიზნად.
 
"სასკოლო კვლევების ცენტრის წარმომადგენელების მიერ მოხდება პრობლემის ჩანიშვნა, ონლაინ კონსულტაციის საშუალებით. ჩანიშნული პრობლემის შესწავლა მოხდება პროფესიონალებით დაკომპლექტებული სპეციალური საბჭოს მიერ, რომლებშიც შედიან ფსიქოლოგები, მკვლევარები, სკოლის სისტემაში გამოცდილების მქონე პირები, ასევე ცენტრი მოახდენს საუკეთესო უცხოური პრაქტიკის მოძიებას დასმულ პრობლემის შესაბამისად. მოხდება რეკომენდაციის შემუშავება, რომელიც მომხმარებელს მიეწოდება არაუმეტეს 10 დღის ვადაში", - განმარტავენ სასკოლო კვლევების ცენტრში.

როგორც ცენტრის ხელმძღვანელი, მუხრან გულიაშვილი "ბიზნესკონტაქტთან" აცხადებს, დღევანდელი სასკოლო სისტემის ერთ-ერთი პრობლემა პედაგოგების ნაკლები კვალიფიკაციაა.

"დღეს სისტემაში გვყავს პერაგოგები, რომლებსაც თავისი საგნის ცოდნის დამადასტურებელი გამოცდაც კი არ აქვთ ჩაბარებული. განათლების ხარზისხზე (სხვა ფაქტორებთან შედარებით) ყველაზე მეტად სწორედ პედაგოგის კვალიფიკაცია ახდენს გავლენს.

მეორე ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის მოძვეებული სისტემა, სასკოლო განათლების,რაც პროფესინალ მასწავლებლებსაც არ აძლევს საშუალებას ბოლომდე გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები. მარტივ მაგალითს მოვიტან - სკოლების უმრავლეობაში არ არის საშულება მასწავლებლემა საგაკვეთილო პროცეში გამოიყენოს ვიდეო და აუდიო ტექნიკა", - აცხადებს მუხრან გულიაშვილი.



29.იანვარი.2019 12:33
2164

საქართველო საბაჟო დოკუმენტების ბლოკჩეინში გადატანას გეგმავს

ვრცლად
15.იანვარი.2019 19:01
1902

ეფრემ ურუმაშვილი: "კრიპტოვალუტები უნდა დარეგულირდეს, მათი რეგულაცია დაგვიანებულიცაა"

ვრცლად
15.იანვარი.2019 17:20
687

Bitcoin 10 წლისაა - რა ვიცით მისი რეგულაციის შესახებ?

ვრცლად
30.დეკემბერი.2018 12:00
661

როდის განთავსდება Bitfury საფონდო ბირჟაზე - კომპანიის პასუხი

ვრცლად
28.დეკემბერი.2018 18:00
1867

რატომ ეცემა კრიპტოვალუტების ფასი? Bitfury-ის განმარტება

ვრცლად
07.დეკემბერი.2018 17:02
674

კრიპტოვალუტები ვარდნას განაგრძობენ - ერთი ბიტკოინი $3,363-მდე დაეცა

ვრცლად