მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სკოლის მოსწავლეებისთვის FLEX-ის პროგრამა გამოცხადდა

59b104179c728
BM.GE
07.09.17 12:31
3231
სკოლის მოსწავლეებისთვის FLEX-ის პროგრამა გამოცხადდა. პროგრამა სრულად ფინანსდება აშშ-ის მთავრობის მიერ და ის სკოლის მოსწავლეებისთვის შტატებში 1 წლით ამერიკულ სკოლაში სასწავლებლად გაგზავნას გულისხმობს.

2018-2019 აკადემიური წლისათვის "FLEX" პროგრამის ფარგლებში შეირჩევა 80-მდე ფინალისტი. გამარჯვებულების მგზავრობა, ამერიკაში და უკან, სრულად დაფარული იქნება. ისინი, ასევე, უზრუნველყოფილნი იქნებიან ყოველთვიური სტიპენდიითა და ჯანმრთელობის დაზღვევით. აშშ-ში ყოფნისას ქართველ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, გააცნონ თავიანთი კულტურა ამერიკელებს და ასევე, გაეცნონ ამერიკულ კულტურას სკოლაში სწავლის, ოჯახური ცხოვრებისა და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის გზით. "FLEX" პროგრამის ფინალისტები შეირჩევიან ვაშინგტონის დამოუკიდებელი კომისიის მიერ, რომელიც შედგება ამერიკელი სპეციალისტებისაგან განათლების დარგში. შერჩევის პროცესი დაფუძნებულია კონკურსზე. კონკურსი კომპლექსურია და განისაზღვრება წერილობით შევსებული ანკეტის, რეკომენდაციების, ინგლისური ენის ცოდნის დონისა და კანდიდატის მიერ გამომჟღავნებული ერთწლიანი გაცვლითი გამოცდილებისათვის მზადყოფნის საფუძველზე. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის (1) მე-9, მე-10 და მე- 11 კლასის, (2) 2001 წლის 1 იანვრიდან 2003 წლის 16 ივლისამდე დაბადებულ მოსწავლეებს, რომელთაც (3) ბოლო 5 წლის მანძილზე არ უცხოვრიათ აშშ-ში 3 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში, (4) არიან საქართველოს მოქალაქეები და (5) ფლობენ ინგლისურ ენას. "FLEX" პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ჩვენ ვიწვევთ ყველა უფროსკლასელს, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამის კრიტერიუმებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს (შშმპ). ასაკობრივი და სასკოლო კრიტერიუმი ასეთი პირებისათვის განსხვავებულია: მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლე და 2000 წლის 15 თებერვლიდან 2003 წლის 16 ივლისამდე დაბადებული. 2017 წლის შემოდგომასა და ზამთარში ამერიკული საბჭოების წარმომადგენლები ტესტირებას ჩაატარებენ საქართველოს დედაქალაქსა და რამდენიმე რეგიონულ ცენტრში.

დამატებითი დეტალებისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს