მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სკოლებს 2019 წლამდე 72 მანდატური დაემატებათ

5b5347894a0ae
თათია ჩაფიჩაძე
21.07.18 19:00
1743
2018 წლის ბოლომდე საქართველოს კიდევ 30 სკოლაში 72 მანდატურის შეყვანა იგეგმება. როგორც BM.GE-ს მანდატურის სამსახურის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსმა შორენა ზედგენიძემ განუცხადა, მანდატურები სრულად რეგიონებში გადანაწილდებიან. პარალელურად მცირეკონტიგენტიან სკოლებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადების პროგრამა მიმდინარეობს.

„ამ ეტაპზე მანდატურების რაოდენობა 1300-ია, რომელსაც მიმდინარე წლის ბოლომდე 72 მანდატური კიდევ მიემატება. გაფართოების გეგმა გვაქვს 2019 წელსაც, ვგეგმავთ 150-დან 200-მდე მანდატურით 70 სკოლაში შესვლას. ჩვენი გათვლა უფრო მეტად ემყარება არა სკოლების, არამედ მოსწავლეთა რაოდენობის მაქსიმალურად მოცვას. მანდატურების შესვლა ხდება უფრო დიდ სკოლებში, ხოლო რაც შეეხება მცირეკონტიგენტიან სკოლებს, აქ დავიწყეთ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადება. პირველი ეტაპი ქართლსა და კახეთში უკვე დავასრულეთ, სექტემბრიდან კი მოვიცავთ სხვა რეგიონებსაც.“ - განაცხადა შორენა ზედგენიძემ.

ამ ეტაპზე მანდატურის სამსახური საქართველოს 458 სკოლაშია წარმოდგენილი.