მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სიმონ ჯანაშია: სასწავლო დაწესებულებების მართვის პრინციპები უნდა შეიცვალოს

5b51abcfa4ccb
თათია ჩაფიჩაძე
20.07.18 13:38
965
განათლების დარგის მკვლევარი სიმონ ჯანაშია მიიჩნევს, რომ სამინიტრომ სასწავლო დაწესებულელებთან მიმართებით მართვის პრინციპებს რადიკალურად უნდა გადახედოს. ჯანაშიამ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, რომ აუცილებელია ბაღების განვითარების, პედაგოგების გადამზადებისა და მონიტორინგის პროცესში, სპეციალისტები და ბიზნეს სექტორი ჩართოს.

„საბავშვო ბაღების ერთ-ერთი სტრუქტურული პრობლემა ისიც არის, რომ ისინი მუნიციპალიტეტების განკარგულებაში არიან, თუმცა სახელმწიფო მეტად უნდა ჩაერიოს მართვაში, რათა სტანდარტები და ხარისხი აწიოს. მუნიციპალიტეტებში არის არა მხოლოდ ფინანსური არამედ სხვადასხვა შესაძლებლობების, მათ შორის ინტელექტუალური, მაგალითად აღზრდის პროგრამების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ცოდნის ნაკლებობაც", - ამბობს ჯანაშია. ამასთან, ჯანაშია არ მიიჩნევს, რომ ამ მიდგომის ცენტრალიზება უკეთესი იქნება შედეგის გასაუმჯობესებლად.

"უბრალოდ, საჭიროა ახალი მექანიზმების შემოტანა, თუ როგორ ჩაერთოს ადგილობრივი საზოგადოება და მოსახლება, მათ შორის ბიზნესები, იმისთვის რომ უფრო მარტივად გახსნან ახალი საბავშვო ბაღები. მაგალითად სპეციალისტები, რომლებიც გვყავს საქართველოში ჩაერთონ ბაღის აღმზრდელების განვითარებაში, რათა არსებობდეს ბაღების მონიტორინგის ნორმალური და ცივილიზებული სისტემა", - განაცხადა ჯანაშიამ.