მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სილქნეტის" ტარიფები იზრდება, აბონენტები ნომრის მომსახურების ფულსაც გადაიხდიან

5c45958f03b81
თამუნა დემეტრაშვილი
21.01.19 13:46
5316
1 მარტიდან კომპანია „სილქნეტის“ აბონენტებისათვის მომსახურების ახალი ტარიფები ამოქმედდება.

ინტერნეტ-პაკეტების მოცულობების ზრდის ხარჯზე, იზრდება მომსახურების ტარიფებიც.

„ახალი საფასო პოლიტიკის შედეგად, როგორც - ფიქსირებული, ასევე მობილური ქსელის აბონენტები მიიღებენ გაუმჯობესებულ პაკეტებს და მობილური ინტერნეტის გაზრდილ მოცულობებს“, - ნათქვამია კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ტარიფი ,,მეტის“ მომხმარებლებისთვის 30-დღიანი სერვისის ფასები 2-დან 5 ლარამდე იზრდება, თუმცა ამავდროულად იზრდება პაკეტებში შემავალი ინტერნეტის მოცულობაც.

მაგალითისათვის, პაკეტი S-ის ღირებულება 5-დან 7 ლარამდე იზრდება, ინტერნეტის მოცულობა კი, პაკეტში 100 MB-დან 300 MB-მდე იზრდება.

5 ლარით იმატებს ,,მეტი უსასრულო“-ს ფასი და ის 30 ლარი გახდება, სამაგიეროდ 1 GB-ის ნაცვლად მომხმარებელი 1,5 GB ინტერნეტს მიიღებს. პაკეტებში შემავალი ინტერნეტის მოცულობის ამოწურვის შემდეგ 1 MB-ის ფასი 15 თეთრიდან 10 თეთრამდე მცირდება. მობილური ინტერნეტის სტანდარტული ტარიფი კი, 70 თეთრიდან 10 თეთრამდე მცირდება. აღსანიშნავია, რომ აბონენტებს ნომრის მომსახურების ღირებულების გადახდაც მოუწევთ, რაც თვეში 20 თეთრი იქნება.

ახალი სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ლინკზე