მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სიგარეტის იმპორტი შემცირდა

59e8abc1be3a9
სალომე მეცხვარიშვილი
19.10.17 17:52
1266
საქართველოში სიგარეტების იმპორტი შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 9 თვეში ქვეყანაში საქართველოში 59 მილიონი დოლარის პროდუქცია შემოვიდა, როდესაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში 72 მილიონი დოლარის სიგარეტები შემოვიდა.

მიუხედავად იმისა, რომ სიგარეტების იმპორტი შემცირებულია, პროდუქცია ერთ-ერთი უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფია. მთლიან იმპორტში სიგარეტებს წილი 1,1%-ია.

იანვარ-სექტემბრის პერიოდში შემცირებულია მსუბუქი ავტომობილების იმპორტიც. თუ შარშან 341 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილი შემოვიდა ქვეყანაში, წელს ეს მაჩვენებელი 338 მილიონი დოლარია.

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე წელია ყოველწლიურად საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თამბაქოზე აქციზი იზრდება. მიმდინარე წელს ასევე გაიზარდა აქციზი მსუბუქ ავტომობილებზე.