მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სიფრთხილე ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით, არ არის ახირება და უსაფუძვლო პანიკა"

5c1225d4df318
თელარა გელანტია
13.12.18 13:24
947
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის განცხადებით, „სიფრთხილე ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით არ არის ახირება და უსაფუძვლო პანიკა“.

ამის შესახებ გვენეტაძე სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს.

„არის თუ არა ჭარბვალიანობა სერიოზული გამოწვევა და რისკი, რომელიც საფრთხეს უქმნის ფინანსურ სტაბილურობას?

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი სიფრთხილე ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით, არ არის ახირება და უსაფუძვლო პანიკა. ჭარბვალიანობა რეალური პრობლემაა, რასაც ფინეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, მარია ნიუკანენის განცხადებაც ცხადყოფს. სწრაფი ზრდა როგორც იპოთეკურ, ისე სხვა სამომხმარებლო სესხებში რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას და მოწყვლადს ხდის მას შოკების მიმართ. ნიუკანენის აზრით, ცენტრალური ბანკის ხელთ არსებულ მაკროპრუდენციულ ინსტრუმენტებს აკლია საკრედიტო მოთხოვნის შემცირებისა და სესხის შემოსავალთან ფარდობის შეზღუდვის შესაძლებლობა.
ფინეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტის საინტერესო მოსაზრება და მსჯელობა (ინგლისურ ენაზე) პრობლემის შესახებ იხილეთ აქ http://bit.ly/2UGbA4Y “, - წერს გვენეტაძე.