მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SIEMENS, შესაძლოა, ხაშური - ზესტაფონის მონაკვეთზე მიკროპროცესორული ცენტრალიზაციის მშენებლობაში ჩაერთოს

5b01a36dc3f2c
თელარა გელანტია
20.05.18 20:35
609
საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის დირექტორი ვასილ ხორავა  კომპანია SIEMENS-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სიგნალიზაციის ცენტრალიზაციის და ბლოკირების მიმართულებით დანერგილი ტექნოლოგიური სიახლეები განიხილეს.

„საქართველოს რკინიგზა უახლოეს მომავალში ხაშური - ზესტაფონის მონაკვეთზე მიკროპროცესორული ცენტრალიზაციის მშენებლობაზე ტენდერს გამოაცხადებს. კომპანია SIEMENS-ის წარმომადგენლებმა საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობას სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების თანამედროვე სტანდარტებზე საკუთარი ხედვა გააცნეს და მზადყოფნა გამოთქვეს, მიიღონ ტენდერში მონაწილეობა. ტენდერი თბილისი-ბათუმის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში გამოცხადდება. თანამედროვე ტექნოლოგიების დამონტაჟებას ევროდირექტივების 34-ე მოთხოვნა ითვალისწინებს”, - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.